უაკ: 621.31
წიგნში განხილულია ტექნოლოგიური ელექტრომოხმარების ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები, უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა ნაკლები დანახარჯებით და მაღალი საიმედოობით თანამედროვე ეკონომიკური კრიტერიუმების გამოყენებით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის სტუდენტებისა და დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.
უაკ: 621.38.052
კრებული შეიცავს ლაბორატორიულ სამუშაოებს ნახევარგამტარების ფიზიკაში. ამოცანები შერჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა “საინჟინრო ფიზიკის“ საგნის “ნახევარგამტარებისა და დიელექტრიკების ფიზიკა“ სილაბუსის შესაბამისად და განკუთვნილია საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის.
სახელმძღვანელოში მოცემულია იმ ხელსაწყოებისა და მოწყობილობების აღწერა და მუშაობის პრინციპი, რომლებიც შემდგომ გამოყენებულია მოცემულ ფიზიკურ ექსპერიმენტებში. ლაბორატორიულ სამუშაოებში ასევე მოცემულია ექსპერიმენტების თეორიული საფუძვლები, მუშაობის მსვლელობა და დაკვირვებათა ცხრილი.
ლაბორატორიული პრაქტიკუმის დანიშნულებაა სტუდენტებს განუმტიკიცოს თერიული ცოდნა და გამოუმუშაოს ფიზიკური ექსპერიმენტების პრაქტიკული ჩვევები.
უაკ: 65.015.11
წინამდებარე სახელმძღვანელოში შევეცადეთ მარტივ და გასაგებ ენაზე გადმოგვეცა პროექტების მართვის ალგორითმი ცვალებად გარემოში: პროექტის ბიზნესიდეის შერჩევის, რესურსების ეფექტიანი მართვის, შესაძლო რისკების გამოვლენისა და აღქმის, გარანტირებული შედეგის მიღების, სამუშაოს დროულად შესრულების შესაძლებლობის შესახებ.
ამ წიგნიდან შევიტყობთ, როგორ უნდა შევკრიბოთ საპროექტო გუნდი, შევიმუშაოთ პროექტის რეალიზაციის გეგმა, გავაკონტროლოთ პროექტის ვადები და ბიუჯეტი.
წიგნი განკუთვნილია მენეჯმენტის პროფილის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების, დამწყები მენეჯერებისა და პროექტების მართვის სფეროთი დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.
უაკ: 541.1
„თეორიული ფიზიკური ქიმიის“ ლექციების კურსი სრულ შესაბამისობაშია ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე დასახელების სილაბუსთან. ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან მასში განხილულია ნივთიერების აღნაგობის, ქიმიური თერმოდინამიკის, ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ სისტემებში ქიმიური წონასწორობის, ხსნართა თეორიის, ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის ძირითადი საკითხები.
ლექციების კურსი განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის ყველა სპეციალობის სტუდენტისათვის, ასევე აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს მაგისტრატურის სტუდენტებსა და ფიზიკური ქიმიით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 621.7/9
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების ძირითადი ტიპები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები როგორც მჭრელი იარაღების და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან, ისე ჭრის პირობებიდან გამომდინარე. მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები სხვადასხვა ქვეყნის ტექნიკური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე, ასევე ლითონსაჭრელი იარაღების ნახაზები და მათი ნაირსახეობიდან განხილულია ისეთი გავრცელებული ტიპები, როგორიცაა: ფრეზები, ცილინდრული კბილანა თვლების კბილსაჭრელი იარაღები, კუთხვილსაჭრელი (საკუთხავი) იარაღები, აბრაზიული იარაღები, იარაღების კონსტრუქციის თავისებურებანი ავტომატიზებული წარმოებისათვის.
სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში კრიტიკულად არის გაანალიზებული და ნაწილობრივ გამოყენებული განსაკუთრებით საინტერესო ნიმუშები სხვადასხვა დანიშნულების სახელმძღვანელოდან, საცნობარო ან სარეკლამო მასალებიდან და, რაც მთავარია, სამეცნიერო სახის პუბლიკაციებიდან, საჭრელი იარაღების ტიპებისა და მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ.
განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ასევე ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების ძირითადი ტიპები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები როგორც მჭრელი იარაღებისა და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან, ისე ჭრის პირობებიდან გამომდინარე. მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები, სხვადასხვა ქვეყნის ტექნიკური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე, ასევე ლითონსაჭრელი იარაღების ნახაზები და მათი ნაირსახეობიდან დაწვრილებითაა ჩამოთვლილი ისეთი გავრცელებული ტიპები, როგორიცაა: საჭრისები, ბურღები, ზენკერები, საფართები, საწელავები და ნახვრეტების დასამუშავებელი შიგსაჩარხი და კომბინირებული იარაღები.
ამ დისციპლინისათვის გამოყოფილი საათებისა და, შესაბამისად, სილაბუსის შინაარსთან შესაბამისობის გამო, ავტორებმა ვერ შეძლეს დაწვრილებით განეხილათ განხილული იარაღების კომპიუტერული დაპროექტების საკითხები.
განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.
უაკ: 621.81
The presented work is intended for students to complete their coursework in the following subjects: “Machine Parts," "Technical Mechanics," "Theory of Mechanisms and Machines and Fundamentals of Machine Parts," and "Fundamentals of Machine Design."
The coursework aims to calculate a device or equipment. This work compiles all the necessary reference and graphical materials that students need during the coursework process, eliminating the need for additional literature searches. The reference materials required for calculations are provided in the form of "tables" and "appendices," which students will use but will not be included in their final work. Some of the presented problems include complete solutions, which will significantly assist students in their work and facilitate the problem-solving process.
At this stage, the work includes four different problems, each with ten different data variants. Each problem considers the possibilities of selecting and designing details of various constructions and standard sizes.
The work is accompanied by examples of working drawings.
უაკ: 621.33
მეთოდური მითითებები შედგენილია სასწავლო კურსის სილაბუსის შესაბამისად.
განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო სწავლების „ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.0.66.02
სალექციო კურსში განხილულია სასურსათო პროდუქტების წარმოებისა და სიცივის მიღების ტექნოლოგიური პროცესების და მათი განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობების მუშაობის თეორიული საფუძვლები, პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები.
სალექციო კურსი განკუთვნილია „სასურსათო პროდუქტების წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის” ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის სტუდენტებისათვის. გარკვეულ დახმარებას გაუწევს აღნიშნული სპეციალობის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.