უაკ: 008
ჩვენი უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლში კიდევ ერთ კარგ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი - დაიწყო თემატური გამოცემები. თქვენ წინაშეა ამ სერიის პირველი წიგნი. უდავოდ ჭეშმარიტებაა, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის სიღრმისეული დაუფლება უმნიშვნელოვანესია როგორც წარსულის შეფასების, ისე მომავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით. წარსულის გაანალიზებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც.ქართველთა საკუთარი პოტენციალი და, ასევე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შედეგად ნიჭი, შრომა და შემოქმედება მიმართული იყო თითოეული ეპოქის დამახასიათებელი აღმშენებლობისათვის. არტეფაქტები მოწმობს, რომ ჩვენში უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ, გადაამუშავებდნენ და მიზნობრივადაც იყენებდნენ სპილენძსა და ოქროს, ხალიბების მიერ გამოდნობილი ფოლადი ლეგირებული იყო, ჰქონდა ბრწყინვალე თვისებები, ქვითხუროები მაღალ მთებზე აშენებდნენ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, იქმნებოდა კულტურის მატერიალური ძეგლები და შესანიშნავი საინჟინრო ნაგებობები.ტექნიკური პროგრესის ახალ ერაში კი ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო მიღწევათა კვალდაკვალ იარა ისტორიის ძნელ გზებზე, შეიქმნა შესანიშნავი საინჟინრო სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც თვალსაჩინონი იყვნენ და არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო ტექნიკური უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევების ლიდერი, ევროპული ტიპის საგანმანათლებლო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრია. დღეს იგი ასევე არის ინფორმატიზაცის, ინფორმაციული სისტემების, საკომუნიკაციო არხების, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის, ინფორმაციის მართვის ავტომატიზებული სისტემების სწავლების ლიდერი საქართველოში. წიგნში დახასიათებულია ჩვენს ქვეყანაში ინფორმატიზაციის ეპოქის ყველა საფეხური. გადმოცემულია საქართველოში ავტომატიზაციისა და ხელსაწყოთმშენებლობის ორგანიზაციების, ასევე გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის დარგების შექმნის ისტორია.
ავტორ-შემდგენლები მადლიერებით მიიღებენ ყველა კონსტრუქციულ შენიშვნას, წინადადებას და გაითვალისწინებენ შემდგომ გამოცემებში.
უაკ: 539.3/.8
უაკ: 76
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია საინჟინრო გრაფიკის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა და პრაქტიკული სამუშაოების მაგალითები.ნაშრომში წარმოდგენილია ზოგიერთი გრაფიკული ამოცანის გადაჭრის ინდივიდუალური ვერსიები, რომელთა მეთოდიკა დაფუძნებულია „AutoCAD“-ის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გარკვეულ ლოგიკურ მოქმედებებზე.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების სტუდენტებისათვის და იმ პედაგოგებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დამოუკიდებლად აითვისონ პროგრამა „AutoCAD“-ი, რომ გამოიყენონ ის როგორც საინჟინრო, ისე ნებისმიერი სხვა გრაფიკული გამოსახულების (სქემა, დიაგრამა და სხვ.) აგებისათვის.
უაკ: 621.65
უაკ: 620.3699
სალექციო კურსში განხილულია ახალი ნანომასალების შექმნის ისტორია, მათი მიღების ტექნოლოგიები, განმასხვავებელი თვისებები და გამოყენების სფეროები.გამოცემა განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრებისთვის. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 54
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ქიმიის ლაბორატორიაში მუშაობისა და უსაფრთხოების წესები, გამოყენებული ხელსაწყოები, ქიმიური ჭურჭელი. სახელმძღვანელო შედგენილია შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის მიხედვით და შედგება 20 ლაბორატორიული სამუშაოსაგან. თითოეულს წინ უძღვის მოკლე თეორიული მასალა.გამოცემა განკუთვნილია სტუდენტების, ლაბორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 624.012.8
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სამშენებლო კონსტრუქციების კვლევის საკითხები. მოცემულია რკინაბეტონის, ლითონის, ხის კონსტრუქციების, გათბობა-ვენტილაციის და წყალსადენის ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული დაზიანებების დონის მიხედვით მათი მომავალში გამოყენების შესაძლებლობები. დაზიანებებისა და კონსტრუქციების ცვეთის ხარისხის მიხედვით მოცემულია რეკომენდაციები მათი შესამოწმებელი გადაანგარიშების აუცილებლობის შესახებ. ამ საკითხის გადასაწყვეტად წიგნში მოცემულია სხვადასხვა მეთოდი და მიდგომა.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ის აგრეთვე გამოადგებათ მაგისტრებს, დოქტორანტებს, მშენებლებს, კონსტრუქციების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 517.958
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ოპტიმიზაციის მეთოდები და ვარიაციული აღრიცხვა ამოცანებსა და სავარჯიშოებში. ყოველი თეორემა და ახალი მეთოდი ილუსტრირებულია შესაბამისი ამოცანის ამოხსნით Mathcad-ის ბაზაზე. განხილული თემების მიხედვით მოცემულია შესაბამისი პროგრამები და მიღებული შედეგები. ყოველი თავის ბოლოს მოყვანილია შესაბამისი ამოცანები და სავარჯიშოები დამოუკიდებელი მუშაობისათვის. გადმოცემულია ვარიაციული აღრიცხვის ამოცანის ამოხსნის მიახლოებითი მეთოდები.ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.03:621.9.02
მეთოდიკური მითითებები სტუდენტს საშუალებას მისცემს წინასწარ გაეცნოს ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდიკას. წიგნშიგანხილულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა ლაბორატორიული სამუშაო ლითონსაჭრელი ჩარხების ლაბორატორიაში არსებული მოწყობილობებისა და მზომი იარაღების შესაბამისად.გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს მონათესავე სპეციალობის სტუდენტებსაც.