უაკ: 621.8
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციური დანიშნულება, მათი ტექნოლოგიური და კინემატიკური გაანგარიშების თეორიული საფუძვლები.გამოცემა განკუთვნილია „კვების საწარმოთა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების“ კურსის პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად, კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის „კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 664.012
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის პრინციპული სქემების პირობით აღვნიშვნები, სქემების შედგენის წესები და მაგალითები. სამუშაოს მიზანია გააცნოს სტუდენტებს პურის, ღვინის, ჩაისა და საკონსერვო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის პრინციპული სქემების შესრულების მეთოდიკა.ნაშრომი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ასევე ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.
უაკ: 612.3
მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია კვების საწარმოთა დაპროექტების, ტექნოლოგიური მოწყობილობების შერჩევისა და გაანგარიშების, საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის, კვების საწარმოებში ხელოვნური სიცივის გამოყენების და კვების საწარმოში ახალი ტექნიკის დანერგვით მიღებული ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშებების მეთოდური მითითებები და სანიმუშო მაგალითები.ნაშრომი განკუთვნილია კვების ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დამასრულებელი, საკვალიფიკაციო ნაშრომის შესასრულებლად.
უაკ: 664.143:643.3
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების კურსის პრაქტიკული, საკურსო და საკვალიფიკაციო სამუშაოების მაგალითები. მოყვანილია მოწყობილობათა სტრუქტურული, პრინციპული, კინემატიკური და მუშა ორგანოების სქემების შედგენის მაგალითები. მოცემულია მოწყობილობათა კინემატიკური გაანგარიშებების თეორიული საფუძვლები და მაგალითები. განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე სასურსათო ინჟინერიის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, როგორც პრაქტიკული მეცადინეობებისათვის, ისე საკურსო და საკვალიფიკაციო ნაშრომების შესასრულებლად. იგი დახმარებას გაუწევს აგრეთვე მაგისტრატურის და პროფესიული განათლების სტუდენტებს.
უაკ: 642
დამხმარე სახელმძღვანელოში განმარტებულია პრაქტიკის მიზანი, ამოცანები, ჩატარების ორგანიზაციული საკითხები და გრაფიკი დღიური განაწილებით. სამი სხვადასხვა პროფილის საწარმოს მაგალითზე მოცემულია, პრაქტიკის დროს შესასწავლი საკითხების ჩამონათვალი და მათი ანგარიშში გაფორმების მეთოდები.გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62-5
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ოპერაციული სისტემების საფუძვლების ლაბორატორიული სამუშაოები: ვირტუალური მანქანის შექმნა, პარამეტრების კონფიგურაცია, ქსელის მართვის ორგანიზაცია, ინტერფეისი და მონაცემებთან მუშაობა. მულტიმედია და ჩაშენებული დანართები, წარმადობა და საიმედოობა. უსაფრთხოების საშუალებები და სხვა.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ეკითხებათ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინა: ოპერაციული სისტემების საფუძვლები; აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია მიიღოს ამომწურავი ცოდნა ოპერაციული სისტემების შესახებ.
უაკ: 621.317.32
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ელექტრული გაზომვების ძირითადი საკითხები, რომლებიც ეყრდნობა გაზომვების თეორიას. დაწვრილებითაა განხილული გაზომვების ცდომილებათა თეორია, ცდომილებათა სახეები და გაზომვის შედეგიდან, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი გამორიცხვის მეთოდები. მოცემულია გარდამქმნელების (სენსორების) საფუძვლიანი მიმოხილვა მათი გამოყენების შესაძლებლობები და პერსპექტივები, რაც გარკვეული სიახლეა ელექტრული გაზომვების სფეროში. აღწერილია, აგრეთვე, განუსაზღვრელობა და მისი შედარებითი ანალიზი ცდომილებათა თეორიასთან.აღწერილია ელექტრული საზომი საშუალებების სახესხვაობები, მათი დანიშნულება და გამოყენების სფეროები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ციფრულ ელექტროსაზომ საშუალებებსა და მათ უპირატესობაზე ანალოგურ ხელსაწყოებთან შედარებით. ყოველ თემას თან ერთვის ეფექტური ილუსტრაციები და საკონტროლო კითხვები.განკუთვნილია „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება წარმატებით გამოყენოს აგრეთვე ელექტრობის სფეროში დასაქმებულმა პირებმა.