უაკ: 621.9:621.906
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის პრაქტიკული და ინდივიდუალური სამუშაოების შესასრულებლად. მისი მიზანია სტუდენტებს განუმტკიცოს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.მეთოდიკური მითითება დახმარებას გაუწევს სტუდენტებს მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგიის საკურსო პროექტის, აგრეთვე სასწავლო კურსების მასალების ჭრით დამუშავების, მჭრელი იარაღების და დარგობრივი სამრეწველო საწარმოო პროცესების პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას. მასში მოყვანილი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამრეწველო საწარმოთა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სპეციალისტთა მიერ სხვადასხვა საინჟინრო ამოცანის გადაწყვეტისათვის.
უაკ: 658.588
სალექციო კურსში განხლულია ისეთი დამოუკიდებელი საკითხები, რომლებიც ეყრდნობა საერთო თეორიულ, ტექნიკურ და სპეციალურ დისციპლინებს.გაშუქებულია ტიპური კვანძებისა და მექანიზმების კონსტრუქციები და აწყობის ტექნოლოგიური პროცესები, აწყობის პროცესების მეთოდები და ტექნიკური საშუალებები.გამოცემა განკუთვნილია მუშების პროფესიული სწავლებისათვის და „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 254 (075.32)/681.322
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია საცნობარო და საკონტროლო სახით.ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 254(075.32)/681.322
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ცალკეული საკონტროლო ამოცანების სახით.ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო დეპარტამენტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 544(076.5)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ფიზიკური ქიმიის ლაბორა-ტორიული სამუშაოები. იგი მოიცავს ფიზიკური ქიმიის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ქიმიური თერმოდინამიკა და წონასწორობა, ფაზური წონასწორობა, ხსნარები, ელექტროქიმია, ქიმიური კინეტიკა და კატალიზი. გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ნაშრომი გამოადგებათ განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები და კომპიუტერული გრაფიკის პროგრამები. განხილულია მულტიმედიის განვითარების ძირითადი მიმართულებები და გამოყენების სფეროები, კომპიუტერული გრაფიკის სახეობები: რასტრული, ვექტორული, ფრაქტალური, სამგანზომილებიანი გრაფიკა. ნაჩვენებია ფერთა წარმოქმნის თეორია და ფერთა მოდელები. ასევე განხილულია ყველაზე პოპულარული რასტრული გრაფიკის პროგრამის Adobe Photoshop CS6 ინტერფეისი და მუშაობის ძირითადი პრინციპები.ნაშრომი განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62-52
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია დინამიკური სისტემების კონკრეტულიმათემატიკური მოდელები და ამ მოდელების საფუძველზე მართვის სისტემების თვისებრიობის გამოკვლევა. ნაშრომში წარმოდგენილია მაგალითები თუ როგორ ხდება მოთხოვნილი სიზუსტის ავტომატური სისტემის პარამეტრების ამორჩევა და მათ საფუძველზე შედგენილი წრფივი სისტემის სინთეზი. განხილულია იმპულსური სისტემების მაგალითები და მათი დისკრეტული ფუნქციები.ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნის ძირითადი ამოცანაა კარგად ნაცნობი საყოფაცხოვრებო საგნებისა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების განხილვის საფუძველზე შევიყვანოთ სტუდენტები მექანიკური სისტემების ავტომატური მართვის სამყაროში, ამიტომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად განიხილება ასეთი სისტემების ძირითადი კომპონენტები, ნაჩვენებია როგორ ფორმირდება ავტომატური მართვის განმსაზღვრელი პროცესი და სრულდება მისი გამოკვლევა. ასეთი მიდგომა საკითხისადმი ხელს უწყობს სტუდენტს, კარგად აითვისოს თეორია და გამოიმუშაოს მექანიკური სისტემების ავტომატური მართვის ამოცანების გადაწყვეტისუნარი.ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 69.05
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მიერ დამტკიცებული სილაბუსის საფუძველზე.სახელმძღვანელო შედგება 15 თავისაგან. თითოეულ თავს თან ერთვის საკონტროლო კითხვები სტუდენტთა ცოდნის თვითკონტროლის შემოწმების მიზნით.სახელმძღვანელოში განხილულია მშენებლობის დაპროექტების, ფინანსური უზრუნველყოფის, მშენებლობის წარმართვის მეთოდებისა და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებების საკითხები. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტექნიკურ, საკრედიტო და საავტორო ზედამხედველობის წარმართვის მეთოდებს.მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის ცოდნა აუცილებელი პირობაა მშენებლის, როგორც მომავალი წარმატებული სპეციალისტის ფორმირებაში.გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო დარგის ყველა სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის.