image-1
†ი. ლომიძე, გრ. ხელიძე

ძირითადი ჰიდროსატურბინო მოწყობილობის სპეცკურსი

უაკ: 621.224

სალექციო კურსში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ჰიდროტურბინის გამდინარე ნაწილის დეტალებს ზედაპირების აბრაზიული ცვეთის მექანიზმის შესწავლას, ცვეთის ინტენსიურობის რაოდენობრივ შეფასებას, აგრეთვე ჰიდროაგრეგატების ვიბრაციის საკითხებს.
სხვადასხვა სახეობის ჰიდროტურბინების დაპროექტება-კონსტრუირება და ექსპლუატაცია განუყოფლად არის დაკავშირებული მისი ცალკეული კვანძების სატურბინო კამერის, მიმმართველი აპარატის, მუშა თვლის ლილვის, ლილვის საკისრების, საქშენების, ჭავლის გადამხრელის, ჭავლის წამკვეთის, ტურბინის გარსაცმის და სხვათა ტექნიკურად სწორად შერჩევაზე. წინამდებარე „ძირითადი ჰიდროსატურბინო მოწყობილობის სპეცკურსში“ სწორედ აღნიშნული კვანძების გაანგარიშების თეორიული დამოკიდებულებები, კონსტრუქციული თავისებურებები და შერჩევის პირობებია განხილული.
ლექციების კურსი  განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის და სრულად შეესაბამება სასწავლო დისციპლინის - „ძირითადი ჰიდროსატურბინო მოწყობილობის სპეცკურსი“ სილაბუსს.

 

 

 

image-1
შ. კუპრეიშვილი, ზ. ლობჟანიძე

ირიგაცია

უაკ: 631.6

სალექციო კურსში მოცემულია მელიორაციის განვითარების მოკლე ისტორიული ცნობები; ჰიდროტექნიკური მელიორაციის სახეები და მათი გამოყენების პირობები; მიმოხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის სახეები, რწყვის რეჟიმი; მოცემულია სარწყავი ჰიდრომოდულის გაანგარიშების მეთოდები; ცალკეული კულტურების რწყვის წესები; სარწყავი სისტემის ელემენტებისა და სარწყავი სისტემის წყალმიმღების გაანგარიშების წესები; გაკეთებულია სარწყავი სისტემის არხების კლასიფიკაცია; განხილულია დროებითი სარწყავი ქსელი, ნაგებობები და გზები სარწყავ ქსელზე; რწყვის წესები და მათი შერჩევის მეთოდები ზედაპირული რწყვის დროს; მიმოხილულია დაწვიმებით მორწყვის სისტემები და ლიმანური მორწყვის წესები; განხილულია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა სარწყავი ტერიტორიის ორგანიზაციის, სარწყავი ფართობის მოსწორების (მოშანდაკების) საკითხები; მოცემულია სარწყავ ქსელში წყლის დანაკარგების და სარწყავი სისტემის მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) გაანგარიშების წესები; წყლის მექანიკურ მოქმედებასთან ბრძოლის ღონისძიებები; დამლაშებული ნიადაგის მელიორაციის საკითხები.
სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროინჟინერიის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების, ჰიდროლოგიის განხრით.

 

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე, ნ. კურკუმული, ლ. ნონიკაშვილი

დაპროგრამების ენა Python

უაკ: 681.3

წიგნში განხილულია 15 ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების მეთოდიკა. ყოველი სამუშაოსთვის მოცემულია თეორიული წანამძღვრები და აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები. 
გამოცემა განკუთვნილია დაპროგრამების ენა Python-ის ასათვისებლად.

 

 

 

image-1
ვ. ფირცხალავა, გ. მუხიაშვილი

მაღლივი სამოქალაქო შენობების არქიტექტურულ-კონსტრუქციული სისტემები და გეგმარებითი სქემები

უაკ: 725.1.:725.7:714.62

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ის ძირითადი არქიტექტურულ-კონსტრუქციული სისტემები და გეგმარებითი სქემები, რომლებიც გამოიყენება სამოქალაქო შენობების დაპროექტებასა და მშენებლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ კონსტრუქციულ სისტემებს, რომლებიც გამოიყენება მრავალსართულიანი და მაღლივი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობაში. წიგნს დართული აქვს ილუსტრაციები.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურისა და სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
დ. დათუკიშვილი, ნ. ქოჩლაძე

ბინის ინტერიერი

უაკ: 721.011.8

მეთოდიკური მითითება განიხილავს ბინის სათავსებს, მათ ფუნქციურ ზონებს. აღწერილია შესასრულებელი პროექტის შემადგენლობა და წარმოდგენის სახე.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის პროცესში გადიან საცხოვრებელი შენობების ინტერიერის დაპროექტების სასწავლო კურსს. 

 

 

 

image-1
დ. დათუკიშვილი, ნ. ქოჩლაძე

ერთბინიანი ორსართულიანი სახლის ინტერიერის დაპროექტება და მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტა

უაკ: 721.011.8

მეთოდიკურ მითითებაში „ერთბინიანი ორსართულიანი სახლის ინტერიერის დაპროექტება და მხატვრულ-დეკორატული გადაწყვეტა“ განხილულია ორსართულიანი ერთბინიანი სახლის ტიპები, მათი ფუნქციური ზონები. მოცემულია ზონის შესაბამისი ავეჯის სქემატური ნახაზები, აღწერილია კიბის და ბუხრის სახეობები, განათების ტიპები, მასალის, ფაქტურის, ტექსტილის როლი და ადგილი ინტერიერში, მათი ფუნქციური და მხატვრულ-დეკორატიული ღირებულებები. მითითებულია შესასრულებელი პროექტის შემადგენლობა და წარმოდგენის სახე.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლის პროცესში გადიან საცხოვრებელი შენობების ინტერიერის დაპროექტების სასწავლო კურსს.

 

 

image-1
ნ. მათიაშვილი

კარტოგრაფიის საფუძვლები

უაკ: 528.914:528.235

სალექციო კურსში განხილულია კარტოგრაფიის განვითარების ისტორია. დედამიწის ელიფსოიდი, დედამიწის ტანში რეფერენც-ელიფსოიდის ორიენტირების არსი. ელიფსოიდის ძირითადი ხაზები და სიბრტყეები. დედამიწის პარალელებისა და მერიდიანების გამოსათვლელი ფორმულები. რუკის მათემატიკური ელემენტები. დამახინჯებები რუკაზე, კარტოგრაფიული პროექციები და მათი კლასიფიკაცია. კოორდინატთა სისტემები.
განხილულია გეოგრაფიული და ტოპოგრაფიული რუკის შექმნის და გამოყენების მეთოდები. რუკის ენა, პირობითი აღნიშვნები, გამოსახვის ხერხები. რელიეფიის გამოსახვის წესები, ტოპოგრაფიულ აგეგმვათა სახეები. მოვლენათა გამოსახვის ხერხები თემატურ რუკებზე. კარტოგრაფიული გენერალიზაცია და კარტოგრაფიული მოდელირება, ტრადიციული კარტოგრაფია და გეოინფორმაციული სისტემები.
სალექციო კურსში ასევე განხილულია უკანასკნელ წლებში დანერგილი რუკის შექმნის სრულიად ახალი ხერხები და მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ის დახმარებას გაუწევს არა მარტო სტუდენტებს, არამედ კარტოგრაფიის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსაც.

 

 

 

image-1
შ. კუპრეიშვილი, ზ. ლობჟანიძე

დრენაჟი

უაკ: 628.367

სალექციო კურსში განხილულია დაჭაობებული მიწების დრენაჟი და მისი გამოყე-ნების პირობები; მიმოხილულია დასაშრობი ნიადაგების ძირითადი სახეები და მიწების დაჭაობებისა და გატენიანების მიზეზები, დაშრობის ძირითადი მეთოდები და ხერხები; განხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოთხოვნილება წყლის რეჟიმზე; დაშრობის ნორმის გაანგარიშების წესები; დასაშრობი მიწების წყლის ბალანსი; დამშრობი სისტემის ელემენტები; მარეგულირებელი ქსელები, როგორც ზედაპირული წყლით კვების შემთხვევაში, ისე გრუნტის წყლით რეგულირების დროს და მათი მოქმედების პრინციპები; გაანგარიშებულია სისტემატური ჰორიზონტალური დრენაჟი გრუნტის წყლის დამყარებული და დაუმყარებელი მოძრაობის დროს, როდესაც დრენაჟი დევს წყალგაუმტარ ფენაზე,  ასევე წყალგაუმტარი ფენა ღრმად მდებარეობს და წყალგაუმტარ ფენას შუალედური მდებარეობა აქვს; მოცემულია დახურული დრენაჟის სიღრმის შერჩევის მეთოდები, მათი კონსტრუქციები; მიმოხილულია სორო და ნაპრალის ტიპის დრენაჟი; დახურული დრენაჟის ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები; დახურული შემკრებები და მათი მუშაობის თავისებურებები; ვერტიკალური დრენაჟის გაანგარიშებები; განხილულია ღია არხებით დაშრობის უპირატესობები და ნაკლოვანებები, ასევე მათი გამოყენების პირობები; ზედაპირული და დრენაჟული ჩამონადენის მოდული და მათზე მოქმედი ფაქტორები; გაანგარიშებულია გამტარი დამშრობი ქსელი და მოცემულია მათი კონსტრუქციები; მიმოხილულია დამშრობ ქსელზე არსებული ნაგებობები და გზები; განხილულია წყლის მექანიკური აწევით მიწის დაშრობის წესები; კულტურულ-ტექნიკური მელიორაციის, დაშრობილი მიწების პირველადი ათვისებისა და გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების  საკითხები.                  
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროინჟინერიის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების, ჰიდროლოგიის განხრით.

 

 

image-1
ს. მებონია

მილსაგლინი დგანების ძირითადი კვანძების ანგარიში

უაკ: 621 774 35

სალექციო კურსში განხილულია მილების წარმოების მექანიკური მოწყობილობა, მილსაგლინი დგანების ძირითადი კვანძებისა და დამხმარე მექანიზმების კონსტრუქციები და აღჭურვილობა. სალექციო კურსში შესულია როგორც ლითონის პლასტიკურ დეფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი მანქანა-დანადგარები, ისე დამხმარე  ოპერაციების შესრულებისათვის განკუთვნილი მოწყობილობები. წიგნი შეიცავს სხვადასხვა ტიპის მილების გლინვის ტექნოლოგიური დანადგარების კვანძების კონსტრუქციების აღწერას და ანგარიშის მეთოდებს.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის და მასალების დამუშავების“ სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.