image-1
თ. ისაკაძე, გ. გუგულაშვილი

პრაქტიკული სამუშაოები კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციაში

უაკ: 612.3

მოცემულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის პრინ­ციპული სქემების პირობითი აღნიშვნები, შედგენის წესები და მაგალითები. სამუშაოს მიზანია  სტუდენტებს გააცნოს პურის,  ჩაისა და საკონსერვო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის პრინციპული სქემების    შესრულების მეთოდიკა.

განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საკვები პრო­დუქ­ტების წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო მოწყობილობების საგანმანათლებლო პრო­გრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის შეიძლება გამოიყენოს ამავე პროგრამის შემსწავ­ლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმაც.

 

 

image-1
ზ. გვიშიანი, მ. ყავრელიშვილი

ბუნებრივი წყლის წყალმიმღები ნაგებობების მშენებლობა
დამხმარე სახელმძღვანელო პრაქტიკული დავალების შესასრულებლად

უაკ: 627.84

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია შემდეგი საკითხები: ჰიდრო­სტატიკა, ღია კალაპოტებში წყლის მოძრაობის თავისებურებები, არხების ჰიდ­რავ­ლიკური და თვითდინებითი მილების გაანგარიშება; სიფონური მილების ვაკუუმ-ტუმბოში ვაკუუმის სიდიდის ასევე გისოსებისა და ბადეების პარამეტ­რების გამოთვლა; წყლის ხარჯის განსაზღვრა თვითდინებით მილის გამო­რეც­ხვისას; პირველი აწევის სატუმბო სადგურის, ფილტრაციული თევზდამცავი კასეტებისა და ციცხვის გაანგარიშება; მილოვანი და შახტური ჭების ჰიდროგეო­ლოგიური, ასევე წყლის დებიტის განსაზღვრა წყალმიმღების ჭის კამერებში; ჭა­ბურღილის ფილტრის ზომებისა და სხივური ტიპის წყალმიმღების ჰიდრავ­ლი­კური გამოთვლა.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სა­ბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამების სტუ­დენ­­ტე­ბისა და ამ დარგით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი, ზ. ლაზარაშვილი, თ. ისაკაძე, ვ. ღვაჩლიანი, გ. გუგულაშვილი

სურსათის წარმოების და სიცივის მიღების პროცესები და აპარატები
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 664.0.66.02

მეთოდურ მითითებებში განხილულია სასურსათო პროდუქტების წარმოებისა და სიცივის მიღების ტექნო­ლოგიური პროცესების და საჭირო მოწყობილობების გაანგა­რიშების მეთოდები. წარმოდგენილია ყველა პროცესის შესა­ბამისი ამოცანების ამოხსნის მაგალითები.

მეთოდური მითითებები განკუთვნილია „სასურსათო პროდუქტების წარმოება-გადამუ­შავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპე­ციალობის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული სპეციალობის მაგის­ტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა ასევე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.

 

 

image-1
ნ. გამყრელიძე, ქ. მახაშვილი

ლაბორატორიული პრაქტიკუმი ფიზიკურ ქიმიაში

უაკ: 541.1

ნაშრომში განხილულია ფიზიკური ქიმიის საუნივერსიტეტო კურსით გათვალისწინებული თემები – ქიმიური თერმოდინამიკა, ხსნართა თეორია, ქიმიური წონასწორობა ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ სისტემებში, ქიმიური კინეტიკა და კატალიზი, ქიმიური რეაქციის სიჩქარე, ელექტროქიმია, მოკლე თეორიული და პრაქტიკული ხასიათის მასალა, ასევე ამ მასალის შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოები. ნაშრომი იწყება ქიმიურ ლაბორატორიებში ქიმიურ რეაქტივებთან უსაფრთხო მუშაობის წესების განხილვით.

ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნი­ერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
ა. დუნდუა

კომპიუტერი, ინტელექტი და ლინგვისტიკა
(აგებულია ინტერდისციპლინარულობის პრინციპების გამოყენებით)

უაკ: 004.8

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კომპიუტერული სისტემე­ბისა და ხელოვნური ინტელექტის გენეზისის საკითხები. იგი იწყება ისეთი ტრივიალური პრობლემის გადაწყვეტის გადმოცემით, როგორიცაა სპეციალი­ზებული არითმეტიკული მანქანის სტრუქტურის სინთეზი და ბოლოვდება ხე­ლოვნური ინტელექტის ფორმირების ჩვენებით. მოკლედაა მოყვანილი არითმე­ტიკული და ლოგიკური მანქანების განვითარების ისტორიები. გადმოცემულია როგორც სამყაროს, ისე ბუნებრივი ინტელექტის წარმოშობისა და თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბების საკვანძო საკითხები; განხილულია დაპროგრამების პარადიგმები, მოხდენილია კომპიუტერული ენების კლასიფიცირება და დაინ­ტრე­სებული მკითხველისათვის გასაგებ ენაზეა აღწერილი დაპროგრამების სას­წავლო (Pascal,  Qbasik) ენათა სტრუქტურები.   

განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის  ინჟინერიის ფაკულტეტის („ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამა) ბაკალავრები­სა­თვის. შეიძლება გამოყენებული იქნეს აღნიშნული სფეროს მაგისტრანტების, დოქტორან­ტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების მიერ. იგი დააინტერესებს კომპიუტე­რული სისტემების, ლოგიკური მოწყობილობების, ხელოვნური ინტე­ლექტისა და დაპროგრამების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო ფენას.

 

 

image
მ. ცინცაძე, ი. გველესიანი, ე. თოფურია, მ. მამისეიშვილი

ქიმიური ელემენტების როლი ცოცხალ ორგანიზმებში

უაკ: 546

სახელმძღვანელოში გამოკვეთილად და სრულყოფილად არის მოცემული მასალები ქიმიური ელემენტების (ლითონები და არალითონები) და მათი ნაერთების პრაქტიკული მნიშვნელობისა და ბიოლოგიური როლის შესახებ, რასაც დღეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სახელმძღვანელოში მოცემულია პრაქტიკული სამუშაოები, თითოეული ელემენტის უფრო ღრმად შესასწავლად.

განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ქიმიის, ფარმაციის, ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო სპეციალობების სტუდენტებისა და მოცემული საკითხებით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის.

 

 

image-1
Т. Чигогидзе, Ш. Гелашвили

МЕТОДИЧЕСКИЕ РЕКОМЕНДАЦИИ ПО ВЫПОЛНЕНИЮ КУРСОВОГО ПРОЕКТА «ИННОВАЦИОННЫЕ ОТДЕЛОЧНЫЕ МАТЕРИАЛЫ В АРХИТЕКТУРНОМ ДИЗАЙНЕ»

უაკ: 721.011.8

Представленные методические рекомендации адресованы студентам бакалавриата программы «Архитектура», факультета «Архитектуры, урбанистики и дизайна», по дисциплине «Инновационные отделочные материалы в архитектурном дизайне» для выполнения курсового проекта. Определены цели и задачи проектирования, дан алгоритм, который объясняет порядок выполнения проектных решений и правила технического оформления курсового проекта.

 

 

image-1
ნ. მაისურაძე, ნ. ჯიქია

სამაგისტრო ნაშრომის შესრულების მეთოდური მითითებები ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებში

უაკ: 550.8

მეთოდურ მითითებებში განხილულია სამაგისტრო ნაშრომი­სადმი წაყენებული მოთხოვნები, შესრულების მიზნები და წესები, მუშაობის ეტაპები, სტრუქტურა, მოცემულია რეკომენდაციები. წარ­მოდგე­ნილია იმ თემატიკის შესა­ბამისი საკითხების ნიმუშები, რო­მელსაც მოიცავს ნავთობისა და გაზის ტექნო­ლო­გიების სამაგისტრო პროგრამა.

მეთოდური მითითებები განკუთვნილია სამთო-გეოლოგი­ური ფაკულ­ტე­ტის სტუდენტებისათვის, ძირითადად ნავთობისა და გაზის ტექნო­ლო­გიების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტები­სათვის.

 

 

image-1
თ. ჩიგოგიძე, შ. გელაშვილი

ინოვაციური მოსაპირკეთებელი მასალები არქიტექტურულ დიზაინში
მეთოდური მითითებები საკურსო პროექტის შესასრულებლად

უაკ: 725.1;725.7