image-1
ი. გოცირიძე, მ. მესხია

შესავალი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოებისათვის

უაკ: 681.3

მეთოდურ მითითებებში თანამიმდევრულად არის მოცემული სილაბუსით განსაზღვრული ყველა ლაბორატორიული სამუშაო. განხილულია Microsoft Office საოფისე პროგრამული პაკეტის პროგრამა MS Word 2007-თან მუშაობის ძირითადი პრინციპები და ამ რედაქტორთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების პრაქტიკული საკითხები.
რიგი ლაბორატორიული სამუშაოებისა ეთმობა ინტერნეტთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ინფორმაციის გადაცემა და მოძიება, ელექტრონული ფოსტით სარგებლობა და სხვა.
ლაბორატორიული სამუშაოები ასევე მოიცავს Microsoft Office Visio 2007  პროგრამაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საკითხებს, კერძოდ  გრაფიკული ობიექტების შექმნა და რედაქტირება: დიაგრამები, ბლოკ-სქემები, პროექტების შექმნა, რაც ემსახურება მონაცემების ანალიზის და დოკუმენტირების ამოცანების გადაწყვეტას.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის:  „შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში“ ასათვისებლად.
წინამდებარე მასალა დახმარებას გაუწევს ზემოთ განხილული საკითხების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით დაინტერესებულ ყველა პირს.

 

 

image-1
ზ. ლომსაძე, ჯ. ლომსაძე, ს. მებონია

ლითონების წნევით დამუშავება მეთოდური მითითებები საკვალიფიკაციო ნაშრომის შესასრულებლად

უაკ: 621.73

მოცემულია მეთოდური მითითებანი და საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების პრაქტიკული მაგალითები ბაკალავრიატისა და პროფესიული უმაღლესი სწავლების სტუდენტებისათვის ლითონების წნევით დამუშავებაში.

 

 

 

image-1
ვ. კვინტრაძე, ვ. მელაძე, ჯ. ნიკურაძე

ფიზიკის კურსი ელექტრობა და მაგნეტიზმი

უაკ: 53

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისა და ასევე მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ლ. კახიანი, ლ. ბალანჩივაძე, ლ. ვერულაშვილი

რკინაბეტონის კონსტრუქციები ლექციების კონსპექტი ჰიდროტექნიკური სპეციალობისათვის

უაკ: 624.012.35/46

განხილულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების რკინაბეტონის კონსტრუქციები: საყრდენი კედლები; წიბოვანი საყრდენი კედლები (კონტრფორსული); მოცულობითი რკინაბეტონის კონსტრუქციები; რკინაბეტონის წყალსადაწნეო კოშკები;  რკინაბეტონის მილები; სწორკუთხა მოხაზულობის მილები; რკინაბეტონის ღარები; ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტების გადაწყვეტისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, პ. ჯოხაძე, ა. ჯოხაძე

სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim 10

უაკ: 621.398

განხილულია სხვადასხვა დანიშნულების ციფრული, ანალოგური და ანალოგურ-ციფრული მოწყობილობების მოდელირება Multisim 10 პროგრამის გამოყენებით.
განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რადიოელექტრონული მოწყობილობების მოდელირების საკითხებით.

 

 

image-1
ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, პ. ჯოხაძე, ა. ჯოხაძე

ელექტრული სქემების მოდელირება კომპიუტერზე

უაკ: 621.398

განხილულია სხვადასხვა დანიშნულების ციფრული, ანალოგური და ანალოგურ-ციფრული მოწყობილობების მოდელირება Multisim 10 პროგრამის გამოყენებით.
განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რადიოელექტრონული მოწყობილობების მოდელირების საკითხებით.

 

 

image-1
თ. მაჭარაძე, ნ. ცისკარიშვილი, ც. უთურგაიძე

Ms Excel, PowerPoint
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 6813

აღწერილია ლაბორატორიულ ლაბორატორიული სამუშაოთა შესრულების მეთოდიკა ცხრილურ რედაქტორ Excel-სა და პრეზენტაციის რედაქტორ PowerPoint-ში. მასალა დაყოფილია ცალკეულ თემატურ ლაბორატორიული სამუშაოებად და შეისწავლება მრავალ კონკრეტულ მაგალითსა და საილუსტრაციო მასალაზე დაყრდნობით.

განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების I კურსის სტუდენტთათვის ლაბორატორიული ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად დისციპლინებში: „საინფორმაციო ტექნოლოგიები“, „საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები“, „ინფორმატიკა“.

 

 

image-1
ლ. კაპანაძე, ლ. დევიძე, ნ. ფხაკაძე, თ. ვაშაკიძე

თანამედროვე სპეციალური დანიშნულების საკერავი მანქანები

უაკ: 687.1

განხილულია ციფრული პროგრამული მართვის თანამედროვე საკერავი მანქანები. შესწავლილია ფირმა Juki-ის, მინევრას, დიურკოპ-ადლერის, Shangon-ის ნახევრად ავტომატები; ორ და სამძაფიანი ჯაჭვური გვირისტის მანქანები; რობოტიზებული საკერავი მანქანები;  სამკერვალო ნაწარმის კერვის პროცესში გამოყენებული მანიპულატორები;  ნაწარმის გასაფორმებელი საქარგავი მანქანები და ავტომატები; უძაფო საკერავი მანქანები; საკერავი მანქანის გაუმართავი მუშაობის დიაგნოსტიკის საკითხები. განკუთვნილია მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირება და ტექნოლოგიის სპეციალობის   სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.  დიდ დახმარებას გაუწევს პროფესიული სწავლების სტუდენტებს და ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს საკერავი მანქანის ძირითადი მექანიზმების დარეგულირებისათვის პრაქტიკული სამუშაოების  შესრულებისას.

 

 

image-1
გ. მახარაძე, ნ. სამსონია

ტექნოლოგიური კომპლექსების ელექტრომომარაგება და ენერგოუსაფრთხოების ეკონომიკური და ორგანიზაციული ასპექტები

უაკ: 513.71:658.26

წიგნში გაშუქებულია ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ტექნოლოგიური ასპექტები, ენერგოსისტემის რეჟიმების მართვისა და ექსპლუატაციის საიმედოობის საკითხები, ქსელების დაპროექტების ელემენტები და ტექნოლოგიური კომპლექსების ელექტრომომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების ეკონომიკური და ორგანიზაციული ასპექტები.
წიგნი დაწერილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსების მენეჯმენტის“ მიმართულების ბაკალავრ-მაგისტრანტების საწავლო პროგრამების შესაბამისად. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, ამავე მიმართულების დოქტორანტებსა და მონათესავე მიმართულების ბაკალვრ-მაგისტრანტებს.