უაკ: 694.6
სახელმძღვანელოში მოცემულია ზედაპირის ზომებისა და ხარისხის სიზუსტის პარამეტრები; მათი გაზომვისა და კონტროლის საშუალებები; ლილვის, ღერძის, მილისის, მილტუჩის, საყელურის, კბილანის, კორპუსული დეტალების, საკისრების, ქუროების, კბილანური, პლანეტალური, ჭია გადაცემების მუშა ნახაზების კონსტრუქციები და მათი აღწერა, აწყობის ტერმინები, აწყობის სქემები, აწყობის ტექნოლოგიური პროცესის მაგალითები; შედუღებით, სოგმანური, შლიცური, მოქლონური, კონუსებით, ღვედური შეერთების, ჭიაკბილანის, მრუდხარა ბარბაცა მექანიზმის, მორგვისა და საბიძგელას კვანძების აწყობა; სახასიათო დეტალების მუშა ნახაზები და კვანძის აწყობის მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წარმოებაში მომუშავე მუშების მოსამზადებლად.
უაკ: 683.3
ნაშრომში მოცემულია ზოგადი მითითებები ნახაზის შესრულების შესახებ, აღწერილია მისი გაფორმების მოთხოვნები, ზედაპირის ხარისხი, ზომების, ზომებზე დაშვების, ზღვრული გადახრის დატანის, ჩასმის ჩვენების ვარიანტები, დეტალის მუშა ნახაზის გაფორმების მაგალითი. აღწერილია საზომი და საკონტროლო იარაღები, მოყვანილია მანქანათმშენელობაში გამოყენებული მასალები, ლილვის, ღერძის, კორპუსის, მუშა ნახაზების, კვანძების საერთო ხედები. ასევე, ლითონის საზეინკლო დამუშავებისა და მათი ერთმანეთთან შეერთების, დეტალების ღუნვა, სწორება, დაჭრა, ბურღვა, თერმული დამუშავების ვარიანტები.
ნაშრომი განკუთვნილია ზეინკლის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
უაკ: 621.91
ლაბორატორიული სამუშაოების მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს სასწავლო ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში, საკითხების კონკრეტიზაციის გზით; პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად გამოუმუშაოს თეორიის გამოყენების ჩვევების; დამოუკიდებლად ჩაატაროს ცდები, აიღოს ანათვლები და შეისწავლოს პლაზმური რკალის ენერგეტიკული და ტექნოლოგიური მახასიათებლების დამოკიდებულება პლაზმური ჭრისა და განმტკიცების ტექნოლოგიური რეჟიმის პარამეტრებზე.
ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „მასალათმცოდნეობის“ ბაკალავრებისათვის.
უაკ: 664.1
ნაშრომში განხილულია შაქრების ქიმია, შაქრის წარმოების ლაბორატორიებში გამოყენებული აპარატების აღწერილობა, მათთან მუშაობის წესები და ანალიზის მეთოდები. შაქრის წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეულის, შაქრის ნახევარფაბრიკატის წარმოებისას გამოყენებული დამხმარე ნივთიერებებისა და მზა შაქრის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები. წარმოდგენილია ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობის უსაფრთხოების და პირველადი დახმარების წესები.
ნაშრომი განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე შაქრის წარმოების სპეციალისტებისათვის.
უაკ: 008
განხილულია Atmega 328 მიკროკონტროლერის არქიტექტურა, მისი ძირითადი სტრუქტურა და შინაარსი. ტერმინი „მიკროპროცესორული სისტემა“ გამოიყენება მიკროპროცესორის ან მიკროკონ-ტროლერის ბაზაზე აგებული გამოთვლითი სისტემის აღსანიშნავად. თითოეული აგებულია ნახევრადგამტარიანი კომპონენტების ინტეგრალურ სქემებზე, განსხვავებული ფუნქციითა და არქიტექტურით. ეს არქიტექტურული განსხვავება ზემოქმედებს მიკროპროცესორისა და მიკროკონტროლერის ფუნქციონირების თავისებურებებზე. მიკროპროცესორის ინტეგრალური კორპუსი არ შეიცავს სხვადასხვა პერიფერიას, ისინი კორპუსის გარეთაა. მიკროკონტროლერის შემთხვევაში პერიფერიული მოწყობილობები ჩაშენებულია მოდულის კორპუსში და მათი კავშირი პროცესორთან ხორციელდება შიგა სალტეებით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ჩართულია ცნებები, რომლებიც აუცილებელია კომპიუტერული სისტემების შესასწავლად.
უაკ: 539.3(075.8)
ამოცანების კრებული „მასალათა გამძლეობის“ კურსში შედგება დავალებებისაგან საანგარიშო-გრაფიკული სამუშაოებისთვის ამოხსნილი მაგალითებით და იმ საცნობარო მასალისაგან, რაც აუცილებელია ამოცანების ამოუხსნელად.
კრებული განკუთვნილია სამშენებლო და მანქანათმშენებლობის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 573.21
მეთოდიკურ მითითებაში განხილულია კომპიუტერთან მუშაობისა და LabVIEW პროგრამის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებელია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, ელექტრული კაბელის პირველადი პარამეტრებისა და დაზიანებამდე მანძილის გასაზომად. აღნიშნულ პროგრამაში M... მოდულების სახით წინასწარ აგებულია შესაბამისი ვირტუალური ხელსაწყოები. ამ მოდულებიდან სტუდენტი იმ მოდულს ხსნის, რომლის შესაბამისი დავალებაც მისცა მასწავლებელმა და ინსტრუქციის მიხედვით ვირტუალურად ატარებს გაზომვებს. მოყვანილია 10 სამუშაოს მოკლე თეორიული აღწერა, სამუშაოს ვირტუალურად ჩატარების თანამიმდევრობა, სამუშაოს საწყისი მონაცემების 10 ვარიანტი და სამუშაოს ჩატარების შემდეგ შესაბამისი ოქმის გაფორმების წესი.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 621.3.078
დამხმარე სახელმძღვანელოში მიმოხილულია ლოკალური მართვის სისტემები; მათი დანიშნულება და კლასიფიკაციის ნიშნები; მიმყოლი ავტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელი აპარატურა და ტექნიკური მოწყობილობები, მოქმედების პრინციპი, მათემატიკური მოდელები, სტატიკური მახასიათებლები და სხვა; ავტომატური რეგულირების სისტემის აგების პრინციპები; მართვის სისტემის მდგარადობის და სინთეზის ამოცანები, მათი გადაჭრის ხერხები. მოიცავს ავტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელ ეტაპებსა და შესაბამისს გამოთვლებს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ავტომატური მიმყოლი სისტემის დაგეგმარებისა და შესაბამისი საკურსო პროექტის შემუშავებითვის.
უაკ: 646.7/687.55
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კოსმეტიკა და მის წინაშე არსებული გამოწვევები, თანამედროვე კოსმეტიკის მიღწევები, სხვადასხვა მეთოდი, მათი მოქმედება და შესაძლო რისკები. განკუთვნილია სხვადასხვა საგანმანათლებლო ეტაპის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის. გარდა ამისა, საინტერესო და ინფორმაციულია მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კოსმეტიკით და მასთან დაკავშირებული პრობლემებით.