image
თ. მალაღურაძე

შესავალი მედიის კვლევის მეთოდებში

უაკ: 07

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მედიის კვლევის ძირითადი მეთო­დების კლასიფიკაციას, განმარტებას, მათი გამოყენების სფეროების გამო­კვეთას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის იმ თეორიული ბაზის შექმნას, რომელიც აუცილებელია კვლევითი ნაშრომის შესრულე­ბისათვის საჭირო უნარების შესაძენად. კერძოდ, სახელმძღვა­ნელოში საუ­ბარია, რით უნდა იხელმძღვანელოს სტუდენტმა საკვლევი თემის შერ­ჩევისას, რა სამუშაო უნდა შესრულდეს კვლევის კაბინეტურ, საველე ეტა­პებზე, რა ტექნიკები უნდა გამოიყენოს ემპირიულ მონაცემთა დამუშა­ვებისა და ანალიზისას. აქვე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიის კვლე­ვების ძირითადი მიმართულებები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუ­დენტებისა და მედიის კვლევით დაინტერესებულ მკითხველთათვის.

 

 

image-1
მ. ცინცაძე, ნ. კილასონია

არაორგანული სინთეზის თეორიული საფუძვლები

უაკ: 54.546

სახელმძღვანელო შექმნილია არაორგანული სინთეზის თეორიული საკითხების შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების სწავლების ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე. ნაშრომში გადმოცემული თეორიული საკითხები განხილულია ქიმიის მეცნიერების განვითარების შესაბამის თანამედროვე დონეზე და მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური სპეციალობების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ო. თედორაძე, დ. თავხელიძე

მოსავლის აღების თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანები
I ნაწილი

უაკ: 631.35

ნაშრომში განხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის აღების თანამე­დროვე ტექნოლოგიები და მათი შესრულებისას  გამოყენებული მანქანები, ასევე სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზოგიერთი თვისება რომელიც გან­საკუთრებულ გავლენას ახდენს ამღები მანქანების სამუშაო ნაწილების ძირითადი პარა­მეტრების შერჩევაზე.

სახელმძღვანელოს შედგენისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ლიტერატურული წყა­როა და ავტორთა  მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები.

განკუთვნილია აგრონომიის, აგროტექნოლოგიისა და მეცხოველეობის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტო­რანტებისათვის. ასევე გამოადგება ფერმერებსა და ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
ნ. რაზმაძე, ნ. რატიანი

შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში

უაკ: 65.012.8

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო და ორგანიზაციული, საწარმოო სანიტარიისა და შრომის ჰიგიენის, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების საკითხები.

დიდი მოცულობითაა მოცემული უსაფრთხოების საკითხები სამშენებლო ტექნოლოგიის საწარმოებში და უშუალოდ სამშენებლო მოედანზე. თითოეული სამშენებლო სამუშაოს უსაფრთხოება წარმოდგენილია ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტთათვის. სასარგებლო იქნება ასევე სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პირებისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.

 

 

image-1
ვ. ნანობაშვილი

ტელეკომუნიკაციის საკაბელო ხაზები

უაკ: 679.7

სახელმძღვანელოში განხილულია ტელეკომუნიკაციის სიმეტრიული კაბელების კონს­ტრუქციული ელემენტები, მათი გადაცემის და გავლენის პარამეტრები, ურთიერთგავლენისა და გარე გავლენებისგან დაცვის ღონისძიებები. მოყვანილია ბოჭკოვან-ოპტიკურ კაბელებზე აგე­ბული ხაზების ძირითადი შემადგენელი კომპონენტების - ოპტიკური კაბელების, ელექ­ტრო­ოპტიკური და ოპტოელექტრული მოდულების, რეგენერატორების, მაძლიერებლების - აგე­ბუ­ლება და ფუნქციონირების პრინციპები. განხილულია ოპტიკური შუქგამტარების ნაირ­სა­ხე­ობები, მათი პარამეტრები და მახასიათებლები, პასიური ოპტიკური კომპონენტები,  საკაბელო ტრასის მშენებლობის საკითხები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორ­მატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნო­ლო­გიების დეპარტამენტის სტუდენტებისთვის. აგრეთვე ის სარგებლობას მოუტანს ინჟინრებს, რომ­ლებიც მუშაობენ ბოჭკოვან-ოპტიკური ხაზების პროექტირებისა და ექსპლუატირების სფეროში.

 

 

image
თ. მუსელიანი

ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები
I ნაწილი

უაკ: 621.3

სახელმძღვანელოში განხილულია თეორიული ბაზა სპეციალური ელექტროტექნიკური დისციპლინების კომპლექსის შესწავლისათვის. კურსის პირველი ნაწილი მოიცავს წრფივი ელექტრული წრედების თეორიას, რომელშიც მოცემულია მუდმივი და ცვლადი დენის წრედებში გამოყენებული ცნებები, კანონები და ელექტრულ წრედებში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების კანონზომიერებები. მოყვანილია თანამედროვე ელექტროტექნიკური მოწყობილობების ფართო კლასში გამოყენებული გაანგარიშების ინჟინრული მეთოდები, ასევე რეზონანსული მოვლენები ელექტრულ წრედებში, ინდუქციურად დაკავშირებული ელექტრული წრედების თეორია.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების შესწავლის მსურველებს.

 

 

image-1
თ. კუნჭულია, ო. ლანჩავა, მზ. ქიტოშვილი

შრომის უსაფრთხოება გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოების შესრულების დროს
(მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა)

უაკ: 622.528 (075.8)

სახელმძღვანელოში წარმოდგენლია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სამედიცინო-ბიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური საფუძვლები, საწარმოებში შრომის პირობების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების სისტემა, ტრავმატიზმის ძირითადი წყაროები, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები საწარმოებში გეოდეზიური, საკადასტრო და მარკშაიდერული სამუშაოების წარმოების დროს, ელექტრული ენერგიის მომხმარებელი ხელსაწყო-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის პირობები. ჩამოყალიბებულია საწარმოო ხმაურისა და ვიბრაციების მავნე ზემოქმედების საწინააღმდეგო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, საწარმოო ჰაერის დამტვერიანებისა და საწარმოო მიკროკლიმატის შემადგენელი პარამეტრების მომუშავეებზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი საშუალებები, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების საფუძვლები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „საინჟინრო გეოდეზიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
პ. კოღუაშვილი, ჯ. ფანჩულიძე

მიწის ადმინისტრირება და მიწათსარგებლობის მონიტორინგი

უაკ: 711.142:711.14

სახელმძღვანელო შედგენილია უცხოური და სამამულო ლიტერატურის შესწავლისა და გაანალიზების შედეგად და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მიწის, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული რესურსის, სწორად მართვისათვის, ამ დარგში არსებული საკანონმდებლო ბაზის ათვისების, მიწის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების პრინციპების ცოდნისათვის აუცილებელია თანამედროვე სპეციალისტის მომზადება. საქართველოში იბეჭდება პირველად.

ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგისათვის მომავალი სპეციალისტების მომზადების საქმეში.
განკუთვნილია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრონომიულის, საინჟინრო გეოდეზიის, სატყეო და მელიორაციის სპეციალობების სტუდენტებისთვის, დიდ დახმარებას გაუწევს სახელმწიფო მოხელეებს, მიწის მართვის სპეციალისტებს, იურისტებს და ეკოლოგებს.

 

 

image-1
თ. ჯანგველაძე

რიცხვითი ანალიზის საწყისები

უაკ: 519.6

წიგნი დაწერილია რიცხვითი ანალიზის საკითხებისადმი მიძღვნილი მოქმედი სი-ლაბუსების მიხედვით. იგი დაფუძნებულია იმ ლექციების ნაწილზე, რომელსაც ავტორი წლების განმავლობაში კითხულობდა და კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის, ილიასა და კავკასიის უნივერსიტეტებში.

სახელმძღვანელო გამოადგებათ გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკის, ინფორმატიკის, მართვის თეორიის, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და სხვა სპეციალობების სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და მეცნიერ-თანამშრომლებს. იგი ასევე სასარგებლო იქნება სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა იმ წრისთვისაც, რომელთაც ბუნებრივად უწევთ რიცხვითი ანალიზის საკითხების გამოყენება.