უაკ: 811.11
ინტერდისციპლინურ პროექტზე დაფუძნებული უცხოური ენის სწავლება (გერმანული, როგორც უცხო ენა) ითვალისწინებს უცხოურ ენაზე ინტერდისციპლინური პროექტის შედგენის შესწავლას და ორიენტირებულია საბაზო და დარგობრივი უცხოური ენის თანამედროვე მეთოდიკით შესწავლაზე.
წიგნში ტექნიკური კომუნიკაციისა და გამოყენებითი ლინგვისტიკის მეთოდთა ანალიზის საშუალებით განხილულია როგორც პროექტის შედგენის მექანიზმები და მეთოდები, ასევე ინტერდისციპლინური პროექტების სტრუქტურები და მაგალითები. გაანალიზებულია ვირტუალური რეალობისა და აუდიტორია-სცენის როლი, განმარტებულია უცხოურ ენაზე თემის შერჩევისა და ინტერდისციპლინურ პროექტზე მუშაობის პროცესი, პროექტის წარდგენისა და შეფასების მნიშვნელობა, წინ წამოწეულია მენტორი - სტუდენტის როლი და ღირებულება, სტუდენტთა მონაცვლეობითი ფუნქციების მნიშვნელობა პროექტზე ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, გერმანული და სხვა უცხოური ენის მასწავლებლებისა და უცხოური ენის თანამედროვე სწავლებით დაინტერესებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 656.2
ნაშრომში განხილულია სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობათა სამუხრუჭო მოწყობილობების დანიშნულება და მართვის პროცესები, სამუხრუჭო ძალისა და მანძილის ნორმატიული სიდიდეების უზრუნველყოფის წინა პირობები, მუხრუჭების მართვისა და დამუხრუჭების ხელსაწყოების კონსტრუქციული მოწყობა და მოქმედების პრინციპები, სამუხრუჭო სისტემაში შემავალი ყველა კვანძის ფუნქციური (უტყუარი მოქმედების) უზრუნველყოფის საკითხები. დაწვრილებით არის მოცემული სამუხრუჭო მოწყობილობათა საექსპლუატაციო გამართულობის უზრუნველყოფის, ტექნიკური მომსახურების და მოვლა-შენახვის გამოყენების წესები, ყველა სახის მატარებლისათვის: სატვირთო, სამგზავრო და ელექტრომოძრავი შემადგენლობებისთვის. განხილულია სამუხრუჭო ძალისა და მანძილის გამოთვლის მაგალითები სხვადასხვა მასის მქონე მატარებლებისათვის.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს პროფესიული სწავლების სტუდენტებს, წარმოებაში დასაქმებულ სალოკომოტივო, სავაგონო და სალიანდაგო ქვედარგების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 620
სახელმძღვანელოში განხილულია ენერგეტიკული სისტემის ელემენტების, ელექტროგადაცემის ხაზების, ტრანსფორმატორების, ავტოტრანსფორმატორების, სინქრონული მანქანების, შემკრები სალტეების ციფრული რელეური დაცვის და სასისტემო ავტომატიკის საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკის პროფილის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოადგეწს ენერგეტიკის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
უაკ: 17
პროფესიული ეთიკა სტუდენტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მრავალმხრივ გამოადგებათ. ის აყალიბებს მათ პროფესიულ ღირებულებებს და ქცევის სტანდარტებს, რაც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის.
პროფესიული ეთიკის შესწავლა სტუდენტებს ეხმარება გაიაზრონ თავიანთი მომავალი პროფესიის მორალური ასპექტები. სწავლობენ როგორ მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები რთულ სიტუაციებში, რაც მათ მოამზა-დებს რეალური სამუშაო გარემოს გამოწვევებისთვის.
პროფესიული ეთიკა აუმჯობესებს სტუდენტების კომუნიკაციის უნარს, სწავლობენ როგორ იურთიერთონ კოლეგებთან, კლიენტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პატივისცემით და პროფესიონალიზმით. ეს ხელს უწყობს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას და კონფლიქტების თავიდან აცილებას.
პროფესიული ეთიკის ცოდნა ზრდის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. დამსაქმებლები აფასებენ კანდიდატებს, რომლებსაც ესმით ეთიკის მნიშვნელობა და შეუძლიათ მისი პრაქტიკაში გამოყენება. ეს ცოდნა სტუდენტებს ეხმარება გამოირჩეოდნენ სხვა კანდიდატებისგან და მიიღონ უკეთესი სამსახურებრივი შეთავაზებები.
განკუთვნილია ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 615.1
სახელმძღვანელოში განხილულია მცენარეთა მორფოლოგიის, ანატომიისა და სისტემატიკის საკითხები.
ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოცემული კურსი საფუძველია მაპროფილებელი საგნის, ფარმაკოგნოზიის შესწავლისათვის, რომელიც, სხვა საგნებთან ერთად, ფარმაცევტის სათანადო მომზადებას განსაზღვრავს.
განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მცენარეთა ანატომიაზე, მორფოლოგიასა და სისტემატიკაზე; ვრცლად არის განხილული მცენარეთა ფიზიოლოგიისა და გამრავლების საკითხები. რაც შეეხება სისტემატიკის ნაწილს, მასში ახალი გააზრებითაა განხილული პროტოკტისტები და მცენარეები.
სახელმძღვანელოს აქვს ტერმინების და მცენარეთა ქართულ-ლათინურ სახელწოდებათა საძიებელი (ასეთი სახით პირველი სახელმძღვანელოა).
სახელმძღვანელო განკუთვნილია ფარმცევტული პროფილის სტუდენტებისათვის, წიგნი შედგენილია უმაღლესი სასწავლებლების თანამედროვე საახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით და უახლესი მონაცემებით, ბოტანიკის აქტუალურ საკითხებზე.
უაკ: 576.85
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული მიკროსისტემების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, დაპროექტების პროცესები, დიზაინი, მიკროელექტრონული ხელსაწყოებისა და ციფრული კვანძების მუშაობის პრინციპები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. სასარგებლო იქნება სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც, სადაც შეისწავლება მიკროსისტემები და მასთან დაკავშირებული საკითხები.
უაკ: 72
სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა განხილული დასავლეთ ევროპის არქიტექტურის ისტორია XI საუკუნიდან XIX საუკუნის პირველი ათწლეულის ჩათვლით, რასაც წინ უძღვის წინაპირობების ანუ ადრეული შუა საუკუნეების ხელოვნების მოკლე მიმოხილვა. ძირითად თავებში დახასიათებულია სათაურში მითითებულ პერიოდში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თავისებურებანი, კონსტრუქციული და სტილისტური ცვლილებები, წარმოდგენილია იმ ცალკეულ ხუროთმოძღვართა შემოქმედება, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით განსაზღვრეს მაშინდელი არქიტექტურის ხასიათი და გავლენა იქონიეს მის შემდგომ განვითარებაზე.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 69.01
სახელმძღვანელოში განმარტებულია მეცნიერება და მისი როლი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. განხილულია საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის დიზაინი, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია, მეცნიერული კვლევის თემის მიმართულების არჩევა და დასაბუთება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დაგროვება და დამუშავება, ინტელექტუალური საკუთრების განსაზღვრა, ლიტერატურული წყაროების გამოყენების წესი საკუთარ ნაშრომში, ნაშრომის სტილი და რედაქტირება, სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია და წარდგენის ტექნიკა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების საინჟინრო პროგრამების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.