უაკ: 681.3.06
ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) მიმდინარე ATLAS-ის ექსპერიმენტთან ერთად წარმოებს აღნიშნული ექსპერიმენტის სიმულაცია. სიმულაციისათვის საჭირო დეტექტორის გეომეტრიული აღწერის სხვადასხვა პროგრამული ენის გამოყენებით შექმნისა და ინტერპრეტირებისათვის გამოიყენება გეომეტრიული დაპროგრამების პაკეტები: AGDD/XML, GeoModel, GeoModelXML და Geant4. კვლევის შედეგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა ATLAS-ის დეტექტორის ერთ-ერთი Inner Detector ქვედეტექტორის ახალი Silicon Inner Tracker (ITk)-ით ჩანაცვლება.
ნაშრომში განხილულია გეომეტრიული დაპროგრამების ინფრასტრუქტურა და მასში შემავალ დაპროგრამების პაკეტები. დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ ხდება გეომეტრიული დაპროგრამება .gmx/XML-ის საშუალებით, რომელიც GeoModelXML პაკეტის შემადგენელი ნაწილია. აღწერილია .gmx/XML-ში გეომეტრიის მასალების, ცვლადების, მყარი ტანის ობიექტების (ოთხკუთხა პრიზმა, ცილინდრი, კონუსი, შედგენილი კონუსი, შედგენილი პრიზმული ობიექტი, ტრაპეციული პრიზმა და მარტივი პოლიგონი), Boolean ოპერაციებისა და გეომეტრიის პოზიციონირების დაპროგრამების მეთოდები. ასევე მოცემულია .gmx/XML გეომეტრიული აღწერების ვიზუალიზაცია gmex ვიზუალიზატორის საშუალებით და ექსპორტი .wrl ფაილში, ასევე შესაბამისი პროგრამული პაკეტების ინსტალაციის პროცედურები და gmex ვიზუალიზატორის ინტერფეისი.
უაკ: 514
Сборник задач составлен для студентов грузинского технического университета, которые изучают начертательную геометрию по односеместровой программе. Он окажет помощь и студентам, изучающим начертательную геометрию как составную часть предмета «Инженерная графика».
Основная педагогическая концепция сборника разработана и апробирована в департаменте инженерной графики и технической механики грузинского технического университета.
უაკ: 65.011.4
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოს ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც მათი შესრულების გზებსა და მეთოდებს განსაზღვრავს. მოცემულია მანქანებისა და მოწყობილობების როგორც ეკონომიკური, ისე ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და ანალიზი მათი ეფექტიანობის დადგენის მიზნით, მანქანებისა და მოწყობილობების ოპტიმიზაციის ამოცანები, ამოხსნის ეტაპები და ოპტიმალურობის კრიტერიუმები.
განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანებისათვის.
უაკ: 539. 3
This course of lectures of Strength of Materials (general part) is compiled based on those lectures, which the author has been reading for a long time at the Georgian Technical University, and in recent years, taking into account the specifics of distance learning.
It covers most of the issues provided by the program considered for thirty hours. In particular, the introduction contains general concepts about the purpose of the object of Strength of Materials. In addition, in the twelve lectures, tension-compression of the rod, analysis of the stress state of the material, shear, torsion and bending, also stability of the compressed rods are given.
უაკ: 667
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სტუდენტთა პრაქტიკის ერთგვარი ანგარიში იმ ობიექტის შესახებ, სადაც პრაქტიკის პერიოდში მრავალმხრივი და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, ძირითადი კორპუსის რკინაბეტონის მონოლითური კარკასის აგების პარალელურად ხდებოდა კინო და ტელე გადაღების პავილიონის მონტაჟი ლითონის ასაწყობი კონსტრუქციებისგან. ამან სტუდენტებს საშუალება მისცა უფრო ღრმად გაცნობოდნენ მონოლითური, რკინაბეტონის და ლითონის კონსტრუქციების სამუშაოების წარმოებას.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო სფეროს სპეციალისტებისათვის.
უაკ: 621.81
მოცემულია მანქანათა ნაწილებისა და მანქანის შემადგენელი კონსტრუქციების გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები სიმტკიცეზე, ხანგამძლეობაზე, ცვეთამედეგობაზე, საიმედოობასა და დინამიკური მდგრადობის სხვა მახასიათებლებზე, რაც მანქანის დაპროექტებისა და გამოცდის პროცესის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.
განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.143
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა ნაკადური ხაზების აგების თეორიული საფუძვლები, ხაზების კლასიფიკაცია და სტრუქტურა, ტექნოლოგიური ხაზების განვითარების მეცნიერული საფუძვლები, ნაკადური ხაზების შემადგენელი ელემენტები და მათი თეორიული დასაბუთება.
განკუთვნილია კვების მრეწველობის პროფილის სპეციალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტებისათვის.
უაკ: 621.31
სალექციო კურსში განხილულია ენერგიის ელექტრომექანიკური გარდამქმნელების ფიზიკური და თეორიული საფუძვლები. მოცემულია: ელექტრომექანიკის ძირითადი კანონები და პრინციპები; ელექტრული მანქანების კლასიფიკაცია; სტრუქტურული მოდელი და მუშაობის ძირითადი რეჟიმები. ასევე ელექტრული მანქანების და ტრანსფორმატორების ძირითდი სახეები, მათი კონსტრუქციული შესრულება, მართვის პრინციპები, გრაგნილების ძირითდი სახეობები, ელექტრომექანიკურ გარდამქმნელებში გამოყენებული მასალები.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 662