image-1
ო. ტომარაძე

ციფრული საზომი გარდამქმნელები და მოწყობილობები

უაკ: 681.2

განხილულია ციფრული საზომი გარდამქმნელებისა და მოწყობილობების ძირითადი საკვანძო საკითხები, როგორიცაა საზომ საშუალებათა კლასიფიკაცია, ციფრულ საზომ მოწყობილობებში გამოყენებული თვლის სისტემები, ანალოგურ-ციფრული და ციფრულ-ანალოგური გარდაქმნის მეთოდები, დისკრეტიზაციისა და კვანტირების ცდომილებანი, ასევე კონკრეტული ციფრული საზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი.
განკუთვნილია საზომი ტექნიკის, ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის სპეციალობის ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტებისათვის. დაეხმარება ამავე სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებსა და მაგისტრებს, ასევე გაზომის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
†ა. შავგულიძე, ნ. ნიკვაშვილი, ი. ხატისკაცი

პროექციული გეომეტრიის საფუძვლები

უაკ: 62.81.82.107

განიხილება ფიგურათა პროექციული თვისებები ანუ ისეთი თვისებები, რომლებიც არ იცვლება სიბრტყის პროექციული გარდაქმნების დროს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ასევე დაეხმარება გრაფიკულ გეომეტრიაში მომუშავე პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

 

 

image-1
თ. გერკეული

საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია მანქანათმშენებლობაში

უაკ: 621.9

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
განიხილება დეტალების მექანიკური დამუშავების პროცესში გამოყენებული ავტომატური მოქმედების ჩამტვირთი, აქტიური მზომი-საკონტროლო ხელსაწყოების, დეტალების ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული მოწყობილობების კონსტრუქციები, მათი მოქმედების პრინციპები და გაანგარიშებები.
განხილულია მანქანათმშენებლობაში გამოყენებული ავტომატური ხაზების ტიპები და მოცემულია ავტომატიზაციის ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშების მეთოდიკა.
გამოსაცემად რეკომენდებულია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი, ო. ხაჭაპურიძე

ავტომატიზებული ელექტროამძრავების საფუძვლები II ნაწილი

უაკ: 621.313.13

განხილულია საკითხები ელექტროამძრავების უკუკავშირიანი სისტემების დინამიკური ოპტიმიზმების შესახებ, ძრავების შერჩევისა და გახურებაზე შემოწმების ხერხები, აგრეთვე რელეკონტაქტორული მართვის სქემები. დანართში მოცემულია ასინქრონულ ძრავაში მიმდინარე გარდამავალი პროცესების ანალიზი ელეტრომაგნიტური მოვლენების გათვალისწინებით.
განუკთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ ელექტრული ამძრავების სპეციალობაზე.

 

 

image-1
ნ. ჯიბლაძე, ლ. გაჩეჩილაძე, ნ. მაღლაკელიძე

რიცხვითი ანალიზის მეთოდების ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 515.15

განხილულია რიცხვითი ანალიზის ტიპიური ამოცანები და მათი გადაწყვეტის სხვადასხვა მეთოდების ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები.
გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ მკითხველსაც.

 

 

image-1
გ. არზიანი, ნ. გვარამაძე, მ. რუხვაძე

გადამეტძაბვები და მათგან დაცვა ელექტრულ სისტემებში

უაკ: 621.3.038:621.3.095.3

ნაშრომი „გადამეტძაბვები და მათგან დაცვა ელექტრულ სისტემებში“ არის მაღალი ძაბვის ტექნიკის კურსის ნაწილი და მოიცავს მოსფერული და კომუტაციური გადამეტძაბვების წარმოქმნის თეორიას და მათგან დაცვის ღონისძიებებს. წიგნში მოცემულია გადამეტძაბვების გაანგარიშების, როგორც თეორიული საკითხები, ასევე ანალიზის კონკრეტული მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკული სპეციალობისთვის და სასარგებლო იქნება ელექტროენერგეტიკული სპეციალობის ინჟინრებისთვისაც.

 

 

image-1
გ. კოკოშაშვილი

ქართული საბრძოლო ხელოვნება

უაკ: 796

ნაშრომში გადმოცემულია ქართული ხელჩართული ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დარგების – ქართული ჭიდაობისა და კრივის მოკლე ისტორია, შუა საუკუნეების საქართველოში გავრცელებული ძირითადი საბრძოლო იარაღის – ხმლისა და მშვილდის სახეობათა აღწერა. ყურადღება გამახვილებულია ქართველთა ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთ საინტერესო დეტალზე, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომშია დაცული.

 

 

image-1
გ. დგებუაძე

ელექტრონიკის საფუძვლები

უაკ: 621.38

განხილულია დისკრეტული და ინტეგრალური შესრულების ნახევარგამტარული ხელსაწყოების მუშაობის ფიზიკური საფუძვლები, მოქმედების პრინციპი, მახასიათებლები, ფიზიკური და საექსპლუატაციო პარამეტრები. მოცემულია ამ ხელსაწყოთა პრაქტიკული გამოყენების მაგალითები, რადიოელექტრონულ მოწყობილობებში გამოყენებული ძირითადი ანალოგიური და ციფრული ქმედების კვანძების მუშაობის საკითხები. სახელმძღვანელო შედგენილია დისციპლინის - „ელექტრონიკის საფუძვლები“, სასწავლო პროგრამის მიხედვით, რომელიც ეკითხება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებს, იგი აგრეთვე გამოადგებათ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს.

 

 

image-1
მ. მჭედლიშვილი, თ. რიგიშვილი

სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 007.62.54

განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის“ მოდულის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.