უაკ: 624.012.45
განხილულია მონოლითური რკინაბეტონის სართულთშორისი გადახურვა კონტურით დაყრდნობილი ფილებით. გაანგარიშებულია გადახურვის შემადგენელი ელემენტები სიმტკიცეზე და მათი კონსტრუირება. მეთოდური მითითებები შედგენილია სასწავლო პროგრამების შესაბამისად და განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. დანართში მოცემულია ყველა საჭირო ნორმატიული მასალა ბეტონისა და არმატურისთვის.
უაკ: 519.85
განხილულია ლაბორატორიული სამუშაოები მათემატიკური დაპროგრამების მეთოდებში. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ მკითხველსაც.
უაკ: 339.15
წიგნში განხილულია დარგობრივი ბიზნესის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები. ახსნილია ბიზნესში გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირი. განხილულია დარგობრივი ბიზნესის ძირითადი საკითხები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის. მას აგრეთვე მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 621.833.6
განხილულია სხვადასხვა ტემპერატურული ველით გამოწვეული ფირფიტების ღუნვის ამოცანები ეკვივალენტურ ტვირთთა მეთოდით, რაც საშუალებას იძლევა თერმული ამოცანები დაყვანილ იქნეს იზოთერმულ ამოცანებამდე. სხვადასხვა სახის ტემპერატურული ველის შესაბამისად განსაზღვრულია ეკვივალენტურ ტვირთთა სიდიდეები ანუ დადგენილია განივი დატვირთვებისა და კონტურის გასწვრივ მოქმედი განაწილებული მომენტების მნიშვნელობები. ეკვივალენტური ტვირთების მეთოდი საშუალებას იძლევა თერმული ამოცანების ამოხსნისას გამოყენებულ იქნეს არსებული იზოთერმული ამოცანების შესაბამისი ამოხსნები, რაც საგრძნობლად ამარტივებს თერმული ამოცანების შესწავლას. მოცემულია ეკვივალენტურ დატვირთვათა მეთოდის არსი, მიღებული შედეგების ანალიზი კონკრეტული რიცხვითი მაგალითების ილუსტრირებით და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები. განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ამ დარგით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.
უაკ: 69.002.51(075.32)
სატრანსპორტო საგზაო მშენებლობაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიწასაჭრელი მანქანები, რომელთა ტექნიკური დახვეწა, მოდერნიზაცია, ახლით შეცვლა მუდმივად აქტუალურ და პერსპექტიულ საქმედ ითვლება. ამ მიზნით მანქანათმშენებლები ითვალისწინებენ შესაქმნელი კონსტრუქციის ტექნოლოგიურ, საექსპლუატაციო, ეკონომიკურ და სხვა მოთხოვნილებებს. აღნიშნული ჩამონათვალის შესრულება განაპირობებს მიწასაჭრელი მანქანების საექსპლუატაციო მაჩვენებლების სრულყოფას, რომლის ძირითადი კომპონენტებია: მწარმოებლობა, საიმედოობა, უსაფრთხოება, დანახარჯების ეკონომიურობა, პროდუქციის ხარისხი და სხვა. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის № 0408 და 040806“ სპეციალობის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ. აგრეთვე გამოადგება მანქანათმშენებლობის დარგის ინჟინრებს ნოვატორული და საგამომგონებლო წინადადების შემუშავებასა და საწარმოო დანერგვაში.
უაკ: 681.3.06
განხილულია ოპერაციულ სისტემათა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვესისტემის – პროცესორით პროცესების მართვის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები. მოცემულია ძირითადი ცნებები და პროცესორით პროცესების მართვა ერთპროგრამულ და მულტიპროგრამულ რეჟიმებში. განხილულია ასევე მულტიდაპროგრამების ცნება და მულტიდაპროგრამება პაკეტური დამუშავების, დროითი დაყოფისა და რეალური დროის სისტემებში. ყურადღება გამახვილებულია პროცესებისა და ნაკადების მულტიპროცესორულ დამუშავებაზე, სინქრონულ და ასინქრონულ მულტიპროცესირებაზე, აგრეთვე ნაკადების დაგეგმვისა და დისპეტჩერიზაციის საკითხებზე, წყვეტის მექანიზმსა და სინქრონიზაციის საშუალებებზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და მკითხველთა იმ ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან მოცემული საკითხებით.
უაკ: 621.75
შედგენილია მანქანათმშენებლობის სპეციალობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საწარმოო პროცესების“ და „ურთიერთშეცვლადობა და ტექნიკური გაზომვების“ სილაბუსების შესაბამისად. მოცემულია 100 დასახელების საზომი და საკონტროლო იარაღების მახასიათებლები და გამოყენების სფერო. განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. დაეხმარება ყველა საინჟინრო სპეციალობის დაუფლების სურვილის მქონე პირს გაზომვების ტექნიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, ასევე გამოადგებათ ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 624.011.78+624.011.1
განხილულია ხისა და პლასტმასის ცალკეული კონსტრუქციები, დეტალები, ელემენტების სიმტკიცისა და სიხისტის მახასიათებლები, მათი განსაზღვრა ექსპერიმენტით, მიღებული შედეგების დამუშავება და ანალიზი. განკუთვნილია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის სამშენებლო კონსტრუქციების შემსწავლელთათვის და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 515.2
მოცემულია კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული მასალა და პრაქტიკული სამუშაოების მაგალითები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების სტუდენტებისათვის, და აგრეთვე იმ პირთათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან დამოუკიდებლად აითვისონ კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა.