უაკ: 681.3
მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (SOLID VIEW მყარი სხეულის ხედი, SOLID DRAWING მყარი სხეულის ნახაზი, SOLPROF მყარი სხეულის პროფილი). განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისა და საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.
მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (Section Plane მკვეთი სიბრტყე). განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. დაეხმარება იმ პირებსაც, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია AutoCAD 2015-ის ზოგიერთი სიახლე. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის, ასევე დაეხმარება აღნიშნული კომპიუტერული პროგრამის უახლესი ვერსიის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.
მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (FLATSHOT ბრტყელი კადრი, გამოსახულება). განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის, ასევე საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკით დაინტერესებული პირებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია AutoCAD 2017-ის ძირითადი სიახლეები, კერძოდ Pdf ფაილის იმპორტირება, პროგრამაში შექმნილი 3D მოდელის პირდაპირ გაგზავნა 3D საბეჭდ მოწყობილობაზე (პრინტერზე), რაც თანამედროვე ეტაპზე (მოთხოვნებიდან გამომდინარე) აუცილებელია, ასევე AutoCAD-ის ფაილის პუბლიკაცია ინტერნეტში და ა.შ. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. კარგ სამსახურს გაუწევს იმ პირებსაც, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.
უაკ: 621.771(075):621.735(075.8)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების მანქანების ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.921.4 620.179.5
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელი ჩარხების, საჩარხო სისტემებისა და ინსტრუმენტების საერთო ტექნიკური ცნობები, ჩარხების კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული სქემები, მოწყობილობები. მოყვანილია კონსტრუქციების ვარიანტები, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრები; აღწერილია ჩარხების მუშაობისათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე მექანიზმები და მოწყობილობები; მოცემულია ტექნოლოგიური გაანგარიშებები ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით, აგრეთვე ტექნოლოგიისა და მოწყობილობების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ნაშრომში განხილულია მერქნული მასალების ჭრით დამუშავების საკითხები, კერძოდ, მოცემულია კინემატიკური და დინამიკური თანაფარდობანი ჭრისას, ჭრის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, დამუშავების ხარისხი, დამუშავების სიზუსტე და სისუფთავე. წიგნში განხილულია მერქნული მასალის ჭრით დამუშავების ძირითადი სახეები: მრგვალი და ლენტური ხერხებით, ჩარჩოხერხით ხერხვა, რანდვა, ფრეზვა, ახდა, ბურღვა, ხარატება და ხეხვა. მოცემულია აგრეთვე მერქნული მასალის ჭრა ზესალი იარაღებით. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალის დამუშავების პროფილის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში.
უაკ: 515
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ძირითადი გეომეტრიული ფიგურების: წერტილის, წრფის და სიბრტყის ასახვა პერსპექტივაში. ნაშრომში განხილული საკითხები არის რთული ფიგურების პერსპექტივაში აგების საფუძველი. ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ნაშრომში სილაბუსის მიხედვით განხილულია I და II შუალედურ გამოცდებზე შესასრულებელი ამოცანები. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან მხაზველობითი გეომეტრიის სილაბუსით გათვალისწინებულ კურსს.