უაკ: 550.82
ნაშრომში განხილულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის კვლევის მნიშვნელოვანი მეთოდები, რომლებიც გეოლოგიური სამეცნიერო და პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად გამოიყენება. მათი ცოდნა აუცილებელია სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სპეციალური კვლევებით დაკავებული კვალიფიციური გეოლოგებისთვის.
ნაშრომში ფართოდაა გამოყენებული არსებული ლიტერატურული მასალები, განზოგადებულია და სისტემაში მოყვანილი მრავალი მკვლევრის მონაცემები, შესრულებულია მათი სისტემური ანალიზი.
მადნების მინერალური კვლევის მეთოდები აღწერილია რიგითობით – იწყება მაკროსკოპულით და გრძელდება დეტალური, სპეციალური კვლევის მეთოდებით.
განკუთვნილია მაგისტრატურის „გეოლოგია“ და „სამთო და გეოინჟინერია“ სპეციალობის სტუდენტებისათვის, მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მადნების კვლევით დაკავებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 625.42
სახელმძღვანელოში განხილულია მეტროპოლიტენის მნიშვნელობა, მშენებლობის ისტორია და ძირითადი მოწყობილობები, მატარებელთა მოძრაობის ორგანიზაციისადმი წაყენებული მოთხოვნები სხვადასხვა პირობის დროს, მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების ხარისხის დამახასიათებელი მაჩვენებლები, მგზავრთნაკადის მეთოდების შესწავლა და კანონზომიერებები, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებები, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ-ს) მოწყობილობები, მენეჯმენტის საკითხები და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის. ასევე გამოადგებათ მეტროპოლიტენის მოძრაობის სამსახურის პერსონალსა და სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებს.
უაკ: 004.2
В учебнике компьютер рассматривается как иерархия уровней, каждый из которых выполняет какую-либо определенную функцию. Представлены архитектуры современных компьютеров, их стандарты и характеристики. Обсуждаются современные тенденции в области развития архитектуры и аппаратной части компьютеров.
Учебник предназначен для студентов факультета информатики и систем управления Грузинского технического университета, хотя рассмотренные вопросы могут быть полезны также для специалистов, работающих в сфере архитектуры и аппаратного обеспечения компьютерных систем.
უაკ: 621.1
სახელმძღვანელოში თანმიმდევრულადაა განხილული ის ძირითადი საკითხები და ამოცანები, რომელებიც განკუთვნილია თეორიული ცოდნის გაღრმავებისათვის საინჟინრო თერმოდინამიკის სასწავლო კურსში.
სახელმძღვანელოს თითოეულ თავში, თემატიკის მიხედვით, მოცემულია თეორიული ნაწილი, ფორმულები, ცხრილები, გრაფიკები და განმარტები, რომლებიც აუცილებელია ამოცანების ამოსახსნელად. ზოგიერთი ტიპური ამოცანა ამოხსნილია დაწვრილებით.
ამოცანები შედგენილია თბოენერგეტიკულ დანადგარებში მიმდინარე თერმოდინამიკური პროცესებისა და ციკლების გაანგარიშებისა და ანალიზის ჩასატარებლად. სახელმძღვანელოში განხილულია ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სხეულის მდგომარეობის პარამეტრები; იდეალური აირები და აირების ძირითადი კანონები; აირთა სითბოტევადობა; თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონი; ძირითადი თერმოდინამიკური პროცესები; წრიული პროცესები ანუ ციკლები; წყლის ორთქლი; სითხეების და აირების გამოდინება; ორთქლძალური და მაცივარი დანადგარების ციკლები; ტენიანი ჰაერი.
ავტორები მადლობას უხდიან ლიზი გაბრიჭიძეს, დედანის მომზადებაში გაწეული ტექნიკური დახმარებისათვის.ყოველ მართებულ შენიშვნას ავტორები კმაყოფილებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ.
უაკ: 536.22
მონოგრაფიაში ასახულია ავტორთა მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, თბოგამცემ ზედაპირზე ხელოვნური ხორკლიანობის შექმნა განაპირობებს კონვექციური თბოგაცემის ინტენსიურობის მნიშვნელოვან ზრდას ერთფაზა სითხის როგორც დახურულ არხებში დაწნევით დინების, ისე ზედაპირზე აფსკის სახით ჩამოდინების პირობებში.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ თბოგამცემ ზედაპირზე ხორკლიანობის შექმნა განაპირობებს თბოგაცემის მნიშვნელოვან (3-ჯერ და მეტად) ინტენსიფიკაციას ვერტიკალურ ზედაპირზე სითხის აფსკის ჩამოდინების პირობებში.
განხილულია თეორიული საკითხები, რომლებიც შეეხება ხორკლიანი ზედაპირებისათვის თერმოჰიდროდინამიკური ანალოგიის გამოყენების პრობლემებს.
წარმოდგენილია ხორკლიანი ზედაპირის თბოგაცემის პროცესის ფიზიკური მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე მიღებულია თბოგაცემის ინტენსიურობის საანგარიშო ფორმულა, რომელიც კარგად აზოგადებს ექსპერიმენტულ მონაცემებს.
მონოგრაფია განკუთვნილია ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობის, მეტალურგიისა და სხვა დარგების სპეციალისტებისათვის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 624;69
სახელმძღვანელო სტრუქტურითა და შედგენილობით აგებულია ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობის“ შესაბამისად. მოიცავს სამშენებლო საქმის ზოგად დებულებებს, არქიტექტურული და სამშენებლო დიზაინის შესახებ ინფორმაციას, შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის ტექნოლოგიას, ორგანიზაციას, მონიტორინგს, ხარისხის შეფასებას, მშენებლობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის საკითხებს.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“, „სამოქალაქო ინჟინერიის“ და სხვა მონათესავე პროგრამების ბაკალავრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
უაკ: 004
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხილულია როგორც კომპიუტერების თაობები, ტიპები, თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ისე კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები, ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 167
სახელმძღვანელოში მოცემულია მეცნიერული კვლევის გნოსეოლოგიური საფუძვლები, მეცნიერული ცოდნის აგების მეთოდოლოგიური პრინციპი, თეორიული და ემპირიული კვლევების ზოგადმეცნიერული მეთოდები, ექსპერიმენტის დაგეგმვის თეორიის საკითხები და კვლევის შედეგების მათემატიკური დამუშავება.
მასალის ათვისების გაიოლების მიზნით მოცემულია ამოცანების ამოხსნის ნიმუშები.
განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის.