უაკ: 747
Представленные методические рекомендации адресованы студентам бакалавриата, по дисциплине «Проектирование интерьера промышленного назначения» для выполнения курсового проекта «Проектирование интерьера винного завода». Определены цели и задачи проектирования, дан алгоритм, который объясняет порядок выполнения проектных решений и правила технического оформления курсового проекта.
უაკ: 620.16
სახელმძღვანელოში განხილულია ე.წ. მაღალი ტექნოლოგიების აღქმა თანამედროვე ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოდ ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს, რომელიც ეფუძნება ისეთი დარგებისა და მეცნიერების უახლეს შედეგებსა და მიღწევებს, როგორიცაა მყარი ტანის ფიზიკა, ქიმია, მასალათმცოდნეობა, ინფორმატიკა, ტექნიკა და სხვა. მოცემულია ნაკეთობის მიღება-დამზადების სრულიად განსხვავებული იდეოლოგიაში იგულისხმება 3D CAD სახიდან გადასვლა უშუალოდ ნაკეთობაზე ტექნოლოგიური სისტემის _ ჩარხი-სამარჯვი-დეტალი-იარაღი (ჩსდი) _ გარეშე, დასამზადებელი ნაკეთობიდან მასალის მოცილების _ ჭრის გარეშე, პირიქით, მის მიღებას მასალის შრეებად დაშენებით სხვადასხვა პროგრესული მეთოდით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე სამანქანათმშენებლო საწარმოთა სპეციალისტებისათვის.
უაკ: 336.6
ნაშრომი შეესაბამება სასწავლო დისციპლინის, „ფინანსური ინფორმაციის საფუძვლები ენერგეტიკაში“, შესაბამის სტანდარტებს, ასახავს ენერგეტიკული და ზოგადად, განსახილველი საწარმოს ფინანსური აღრიცხვის თეორიის თანამედროვე მიმართულებებს. თანამიმდევრულია სალექციო კურსის შესაბამისად, მოცემულია თითოეული საკითხის, თემის მოკლე შინაარსი, საწარმოს ფინანსური ანგარიშგების პრინციპები, განმარტებები და შესასრულებელი ეტაპების აღწერა. თანდართულია კონკრეტული საკითხების შესაბამისი სავარჯიშოები, კითხვარები და ამოცანები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 539.26
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლაბორატორიული სამუშაოები და შემეცნებითი აქტივობები შემდეგი მიმართულებით: განზავებული ხსნარის კოლიგატიური თვისებები, ექსტრაჰირების პროცესის ოპტიმიზაცია, წონასწორობა ელექტროლიტის ხსნარში, საერთო იონის ეფექტი, ბუფერული ხსნარები, ქიმიური წყალმცენარეები, არაორგანული მემბრანების მიღება, ოსმოსის დემონსტრირება.
განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „ქიმიის“ სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებსა და პედაგოგებს.
უაკ: 513.21
ტესტების კრებულში ასახულია კომპიუტერების თაობები, მათი განვითარების ძირითადი ეტაპები, ძირითადი კლასები, ინფორმაციის წარმოდგენა კომპიუტერში, თვლის სისტემები, ციფრული ლოგიკური დონე, კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები, კერძოდ: ცენტრალური პროცესორი; მუდმივი და ოპერატიული მეხსიერება; ვიდეო- და აუდიოსისტემა; კომპიუტერის ინტერფეისი; სალტე; პორტი; გარე დამახსომებელი მოწყობილობები.
ტესტები განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის.
უაკ: 159
According to the topics covered in the syllabus, the lecture course includes a brief overview of the theoretical part, key elements, a variety of exercises, and relevant cases (with answers).
The purpose of the lecture course is to provide the student with broad knowledge of the basic methods and methodologies of the research process, which will be used for planning and implementing theoretical and practical research activities.
The lecture course is designed for students of undergraduate educational programs, therefore its addition is included in the list of supporting literature of the syllabus "Fundamentals of Research Methods" (author Prof. T. Beridze) of the Georgian-language educational program "Business Administration" and the educational program "Hotel Service", as well as the syllabus "Fundamentals of Research Methods" (author Prof. M. Chelidze)of the Russian-language educational program "Business Administration". In addition, the lecture course is included in the list of main literature of the syllabus "Fundamentals of Research Methods" (author Prof. T. Beridze)of the English-language educational program "Business Administration".
ლაბორატორიული სამუშაოები შედგენილია «Labcenter Electronics» ფირმის გამჭოლი და პროექტების კომპიუტერული პროგრამა «Proteus» 8.4-ის“ (პროტეუსის) საფუძველზე.
სისტემას აქვს ელექტრონული კომპონენტების მოდელების ფართო ბიბლიოთეკა სხვა სისტემებთან შედარებით. შეგვიძლია შევქმნათ მოწყობილობები დაწყებული მათი გრაფიკული გამოსახულებებიდან და დამთავრებული მოწყობილობის ბეჭდური პლატით.
მაგალითების კატალოგი მოიცავს როგორც მარტივ ანალოგურ მოწყობილობებს, ისე რთულ ციფრულ სისტემებს. ხელმისაწვდომია ელემენტების მოდელების დიდი ბიბლიოთეკა, რომელთა შევსება შეიძლება საკუთრივ მომხმარებელმაც მოახდინოს.
ნაშრომში ლაბორატორიული ამოცანები შესრულებული აკომპიუტერული მოდელირების გამოყენებით. როგორც ანალოგური, ისე ციფრული სქემების ბაზაზე.
მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოს დასახელება და თემატური დანიშნულება; მომდევნო ეტაპზე მოცემული მოკლე თეორიული ცნობები ასახავს ლაბორატორიული სამუშაოს თეორიულ შინაარსს და მისი გადაწყვეტის გზებს; ექსპერიმენტული ნაწილი არის ლაბორატორიული სამუშაოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელშიც აღწერილია, როგორ ხდება მოდელირების პროცესი კომპიუტერული პროგრამა «Proteus 8.4“-ის საშუალებით. ამ შემთხვევაში გამოიყენება აღნიშნული პროგრამის პირველი ნაწილი - ISIS. შემდეგ ხდება მოდელირებული პროგრამის გაშვება, ხოლო ბოლო ეტაპზე მიღებული შედეგების ფიქსირება და ანალიზი.
განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამა „მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი“-ს მიხედვით.
უაკ: 694.6
სახელმძღვანელოში მოცემულია ზედაპირის ზომებისა და ხარისხის სიზუსტის პარამეტრები; მათი გაზომვისა და კონტროლის საშუალებები; ლილვის, ღერძის, მილისის, მილტუჩის, საყელურის, კბილანის, კორპუსული დეტალების, საკისრების, ქუროების, კბილანური, პლანეტალური, ჭია გადაცემების მუშა ნახაზების კონსტრუქციები და მათი აღწერა, აწყობის ტერმინები, აწყობის სქემები, აწყობის ტექნოლოგიური პროცესის მაგალითები; შედუღებით, სოგმანური, შლიცური, მოქლონური, კონუსებით, ღვედური შეერთების, ჭიაკბილანის, მრუდხარა ბარბაცა მექანიზმის, მორგვისა და საბიძგელას კვანძების აწყობა; სახასიათო დეტალების მუშა ნახაზები და კვანძის აწყობის მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წარმოებაში მომუშავე მუშების მოსამზადებლად.