image
გ. ხვიჩია, მ. კოტრიკაძე, მ. სილოგავა

საზეინკლო საქმე

უაკ: 683.3

ნაშრომში მოცემულია ზოგადი მითითებები ნახაზის შესრულების შე­სახებ, აღწერილია მისი გაფორმების მოთხოვნები, ზედაპირის ხარისხი, ზო­მების, ზო­მებზე დაშვების, ზღვრული გადახრის დატანის, ჩასმის ჩვენების ვარი­ანტები, დეტალის მუშა ნახაზის გაფორმების მაგალითი. აღწერილია საზომი და სა­კონ­ტროლო იარაღები, მოყვანილია მანქანათმშენელობაში გამოყენებული მასა­ლები, ლილვის, ღერძის, კორპუსის, მუშა ნახაზების, კვანძების საერთო ხე­დები. ასევე, ლითონის საზეინკლო დამუშავებისა და მათი ერთმანეთთან შეერთების, დე­ტალების  ღუნვა, სწორება, დაჭრა, ბურღვა, თერმული დამუშავების ვარიან­ტები.

ნაშრომი განკუთვნილია ზეინკლის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

 

 

image
ზ. საბაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები მასალათა პლაზმურ ჭრაში და განმტკიცებაში

უაკ: 621.91

ლაბორატორიული სამუშაოების მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს სასწავლო ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში, საკითხების კონკრეტიზაციის გზით; პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად გამოუმუშაოს თეორიის გამოყენების ჩვევების; დამოუკიდებლად ჩაატაროს ცდები, აიღოს ანათვლები და შეისწავლოს პლაზმური რკალის  ენერგეტიკული და ტექნოლო­გიური მახასიათებლების დამოკიდებულება პლაზმური ჭრისა და განმტკიცების ტექნოლო­გიური რეჟიმის პარამეტრებზე.    

ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „მასალათ­მცოდნეობის“  ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
თ. რუხაძე, ს. ძნელაძე, ე. სორდია

შაქრის წარმოება

უაკ: 664.1

ნაშრომში განხილულია შაქრების ქიმია, შაქრის წარმოების ლაბორატორიებში გამოყენე­ბული აპარატების აღწერილობა, მათთან მუშაობის წესები და ანალიზის მეთოდები. შაქრის წარ­მოებისათვის გამოყენებული ნედლეულის, შაქრის ნახევარფაბრიკატის წარმოებისას გამოყენე­ბული დამხმარე ნივთიერებებისა და მზა შაქრის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები. წარმოდგე­ნილია ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობის უსაფრთხოების და პირველადი დახმარების წესები.

ნაშრომი განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე შაქრის წარმოების სპეციალისტებისათვის.

 

 

image
ო. ქართველიშვილი, ს. ხოშტარია

Atmega 328 მიკროკონტროლერის არქიტექტურა

უაკ: 008

განხილულია Atmega 328 მიკროკონტროლერის არქიტექტურა, მისი ძირითადი სტრუქ­ტურა და შინაარსი. ტერმინი „მიკროპროცესორული სისტემა“ გამოიყენება მიკროპროცესორის ან მიკროკონ-ტროლერის ბაზაზე აგებული გამოთვლითი სისტემის აღსანიშნავად. თითოეული აგებულია ნახევრადგამტარიანი კომპონენტების ინტეგრალურ სქემებზე, განსხვავებული ფუნქციითა და არქიტექტურით. ეს არქიტექტურული განსხვავება ზემოქმედებს მიკროპრო­ცესორისა და მიკროკონტროლერის ფუნქციონირების თავისებურებებზე. მიკროპროცესორის ინტეგრალური კორპუსი არ შეიცავს სხვადასხვა პერიფერიას, ისინი კორპუსის გარეთაა. მიკრო­კონტროლერის შემთხვევაში პერიფერიული მოწყობილობები ჩაშენებულია მოდულის კორ­პუსში და მათი კავშირი პროცესორთან ხორციელდება შიგა სალტეებით.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუ­დენტებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ჩართულია ცნებები, რომლებიც აუცილებელია კომპიუტერული სისტემების შესასწავლად.

 

 

image
ჯ. ნიჟარაძე, თ. ბაციკაძე

მასალათა გამძლეობის ამოცანათა კრებული ამოხსნილი მაგალითებით

უაკ: 539.3(075.8)

ამოცანების კრებული „მასალათა გამძლეობის“ კურსში შედ­გება დავა­ლებებისაგან საანგარიშო-გრაფიკული სამუშაოებისთვის ამოხსნილი მაგალი­თე­ბით და იმ საცნობარო მასალისაგან, რაც აუცი­ლებელია ამოცანების ამოუხსნელად.

კრებული   განკუთვნილია   სამშენებლო   და   მანქანათმშე­ნებ­ლობის   სპე­ცი­ალო­ბების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუ­დენ­ტებისთვის.

 

 

 

image
ი. მოდებაძე, ვ. ნანობაშვილი, ა. სოლოღაშვილი

ტელეკომუნიკაციის საკაბელო ხაზები
ვირტუალური ლაბორატორიული სამუშოები ელექტროსაკაბელო ხაზები

უაკ: 573.21

მეთოდიკურ მითითებაში განხილულია კომპიუტერთან მუშაობისა და LabVIEW პროგ­რამის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებელია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, ელექტრული კაბელის პირველადი პარამეტრებისა და დაზიანებამდე მანძილის გასაზომად. აღნიშნულ პროგრამაში M... მოდულების სახით წინასწარ აგებულია შესაბამისი ვირტუალური ხელსაწყოები. ამ მოდულებიდან სტუდენტი იმ მოდულს ხსნის, რომლის შესაბამისი  დავალებაც მისცა მასწავლებელმა და ინსტრუქციის მიხედვით ვირტუალურად ატარებს გაზომვებს. მოყვანილია 10 სამუშაოს მოკლე თეორიული აღწერა, სამუშაოს ვირტუალურად ჩატარების თანამიმდევრობა, სამუშაოს საწყისი მონაცემების 10 ვარიანტი და სამუშაოს ჩატარების შემდეგ შესაბამისი ოქმის გაფორმების წესი.

განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტები­სათვის, ასევე გამოადგება ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერ­სონალს.

 

 

image-1
ქ. კოტრიკაძე

ავტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარება

უაკ: 621.3.078

დამხმარე სახელმძღვანელოში მიმოხილულია ლოკალური მართვის სისტემები; მათი დანიშნულება და კლასიფიკაციის ნიშნები; მიმყოლი ავ­ტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელი აპა­რატურა და ტექნიკური მოწყობილობები, მოქმედების პრინციპი, მათე­მატიკური მოდელები, სტატიკური მახასიათებლები და სხვა; ავტომატური რეგულირების სისტემის აგების პრინციპები; მართვის სისტემის  მდგარა­დობის და სინთეზის ამოცანები, მათი გადაჭრის ხერხები. მოიცავს ავ­ტომატური რეგული­რების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელ ეტა­პებსა და შესაბამისს გამოთვლებს.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ავტომატური მიმყოლი  სისტემის დაგეგმა­რებისა და შესაბამისი საკურსო პროექტის შემუშავე­ბითვის.

 

 

image
ს. კობაური, ნ. ბოკუჩავა, ნ. კუციავა, ნ. დევდარიანი

კოსმეტიკური ქიმია

უაკ: 646.7/687.55

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კოსმეტიკა და მის წინაშე არ­სებული გამოწვევები, თანამედროვე კოსმეტიკის მიღწევები, სხვადასხვა მე­თო­დი, მათი მოქმედება და შესაძლო რისკები. განკუთვნილია სხვადასხვა საგან­მანათლებლო ეტაპის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალის­ტე­ბისთვის. გარდა ამისა, საინტერესო და ინფორმაციულია მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კოსმეტიკით და მასთან და­კავ­ში­რე­ბული პრობლემებით.

 

 

image
თ. კილაძე, ნ. აჩუაშვილი, ი. თედეევი

სტრატეგიული მენეჯმენტი

უაკ: 638.244

დამხმარე სახელმძღვა­ნელო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სტრა­ტე­გიული მენეჯმენტი, სტრატეგიული დაგეგმვა და მარკეტინგი. მასში განხილულია: კომ­პანიის სტრატეგიის შემუშავება, კონკურენტული გარემოს შეფასება, ბაზრის კვლევა, სტრა­ტეგიული პრიორიტეტების ფორმირება, პერსონალის მენეჯმენტი, კორპორატიული ეთიკა და ა.შ.

ჩამოყალიბებულია ფირმის შიგა და გარე გარემოზე მოქმედი ფაქტორები და მათი გავლენა საწარმოს ფუნქციონირებაზე, ასევე სტრატეგიული ამოცანების პროგნოზირების მეთოდები; დარგობრივი და კონკურენტული გარემოს ანალიზი; სტრატეგიული გეგმების შე­მუშავების, კონტროლისა და რელიზაციის მეთოდები; სტრატეგიული გეგმების ცვლილებათა ანალიზისა და კორექტირების საკითხები.

 დამხმარე სახელმძღვანელო პასუხობს „სამეწარმეო ბიზნესის“ პროგრამაში შეტანილი საგნის „სტრატეგიული მენეჯმენტი“  სილაბუსის საკითხებს.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულ­ტეტის ბაკალავრიატის სტუდენ­ტებისთვის.