უაკ 531.8
ISBN 978-9941-20-466-1
40 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2014
წარმოდგენილი ლაბორატორიული სამუშაო მოიცავს ბერკეტული მექანიზმების სტრუქტურული და კინემატიკური ანალიზისა და სინთეზის ამოცანებს, მბრუნავი მასების დინამიკური გაწონასწორების ამოცანას, მუშტა მექანიზმების დაგეგმარების საკითხებს, მრავალსაფეხურიანი კბილანური გადაცემების სტრუქტურულ ანალიზს. გარდა ამისა მეთოდურ მითითებებში განხილულია დიფერენციალური და პლანეტარული კბილანა მექანიზმების კინემატიკური ანალიზისა და სინთეზის რამდენიმე მეტად საჭირო საინჟინრო ამოცანა. წინა გამოცემებისაგან განსხვავებით აქ მოცემლია რამდენიმე ამოცანა, რომლებიც სრულდება კომპიუტერის საშუალებით. ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია პროფესიული სწავლებისა და ბაკა-ლავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან სასწავლო კურსს „მექანიზმებისა და მანქანების თეორიასა“ და „ტექნიკური მექანიკას“. იგი გამოადგებათ აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მექანიზმებისა და მანქანების გაანგარიშებისა და დაპროექტების პრობლემებით.