გ. გოგოლი

ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ზოგადი ტექნოლოგია
მეთოდიკური მითითებები სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობისთვის

image-1

უაკ 637:621.039.59

ISBN 978-9941-28-347-5

57 გვერდი

დამტკიცების თარიღი 29.06.2018


 

ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ზოგადი ტექნოლოგიის დისციპლინის სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობის მეთოდიკურ მითითებებში დეტალურად არის აღწერილი ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში შესასწავლი 15 სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობის თემები, რომლებიც ასახავენ ცხოველური ნედლეულის - ხორცის, რძისა და კვერცხის მიღების, დახარისხების, პირველადი დამუშავებისა და სასურსათო პროდუქტების დასამზადებლად სამრეწველო გადამუშავების საკითხებს.
მეცადინეობების სათანადო დონეზე ჩასატარებლად მითითებულია აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროებები, ყოველი მეცადინეობის თემის თეორიული მასალის შემდეგ კი მოცემულია საკონტროლო კითხვები, სტუდენტის მიერ აუდიტორიაში და/ან დამოუკიდებლად შესასრულებელი ამოცანები/დავალებები, აგრეთვე საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად აუცილებელი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის სია.
მეთოდიკურ მითითებებს თანდართული აქვს საცნობარო მასალა, რომელიც დაეხმარება სტუდენტს სემინარულ-პრაქტიკულ მეცადინეობებზე პედაგოგის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გააზრებასა და მიღებული დავალებების შესრულებაში.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები