ვ. ფრანგიშვილი

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბლოკ-სექციებით ქალაქების კვარტალური განაშენიანება
მეთოდიკური მითითებები და საკურსო
პროექტის მოცემულობა

image-1

უაკ 728.22

ISBN 978-9941-28-339-0 (PDF)

24 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

მეთოდიკური მითითებებისა და საკურსო პროექტის მოცემულობის შესავალში აღნიშნულია ქალაქგეგმარების და ქალაქთმშენებლობის უდიდეს დანიშნულებაზე ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის; მოცემულია ქალაქთმშენებლობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა ეგვიპტის ნეკროპოლისებიდან დაწყებული თანამედროვე ქალაქ-ბაღებით და ცათამბჯენებით დამთავრებული.
წიგნში მოცემულია რელიეფის გათვალისწინებით, სხვადასხვა ლანდშაფტურ პირობებში ქალაქგეგმარებითი პრობლემების სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტის საინტერესო საილუსტრაციო მაგალითები. რელიეფთან ჰარმონიული, პლასტიკური შერწყმის ნიმუშების სურათები; აგრეთვე, ქალაქის კვარტალური განაშენიანების ავტორისეული სქემა და განაშენიანების საორიენტაციო ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც სტუდენტებს გაუადვილებს საკურსო მოცემულობის მაღალ დონეზე შესრულებას.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის პროცესში გადიან ქალაქთმშენებლობითი და პროექტების სასწავლო კურსს.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები